თბილისის საკრებულოში ახალგაზრდული მიმართულებით მომუშავე ორგანიზაციებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარის გიორგი ჩაკვეტაძის ინიციატივით, საკრებულოში ახალგაზრდული მიმართულებით მომუშავე ორგანიზაციებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

როგორც “ინტერპრესნიუსს“ საკრებულოს პრესსამსახურიდან აცნობეს, ღონისძიება გიორგი ჩაკვეტაძემ გახსნა და მიწვეულ სტუმრებს მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული პოლიტიკის პრიორიტეტები და დაგეგმილი და განხორციელებული აქტივობები გააცნო, მან ასევე 2018 წლის ბიუჯეტით გაწერილ სამოქმედო გეგმასა და სამომავლო ღონისძიებებზე ისაუბრა.

საკრებულოს პრესსამსახურის ცნობით, პრეზენტაციის შემდეგ, დისკუსია გაიმართა, რომელზეც მიწვეულმა სტუმრებმა საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარეს ახალგაზრდულ პოლიტიკასთან დაკავშირებული წინადადებები და ინიციატივები გააცნეს.

“შეხვედრაზე ყველა ის ძირითადი პროექტი და საკითხი განვიხილეთ, რომელიც თბილისში და ზოგადად საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დედაქალაქის მერიც და საკრებულოც მხარს უჭერენ ახალგაზრდულ პოლიტიკას. მომავალში შევეცდებით, ყველა იმ ახალგაზრდულ ორგანიზაციას შევხვდეთ, რომლებიც ახალგაზრდობის მიმართულებით პოლიტიკურ პროცესებში ჩართვის სურვილს გამოთქვამენ“,- განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.

შეხვედრას საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის წევრი ლევან ჯაფარიძე, თბილისის მერიის, საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ახალგაზრდული მიმართულებით მომუშავე არასამთავრობო სექტორისა და სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

რამაზ საყვარელიძე - ქართულ პოლიტიკაში უშინაარსობა უნდა დამთავრდეს, თორემ ერთფეროვნებაში, როცა არც პურია და არც სანახაობა, კიდევ უფრო გაიზრდება პოლიტიკური ნიჰილიზმი
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2019
„სოფლად ცხოვრება, როგორც ტურისტული პროდუქტი” - რა იგეგმება ბათუმში 20-21 სექტემბერს?
გერმანიის ფრეზენიუსის ინსტიტუტის ლაბორატორიის  დასკვნით მარნეულის სასურსათო ქარხნის წარმოების ტრადიციულ წითელ ტყემალში სუდანის ჯგუფის საღებავები არ აღმოჩნდა (R)
„ვისოლმა“ თვითმომსახურების პირველი ავტოგასამართი სადგური გახსნა
"ჩიპოლინო" – ევროპული საბავშვო აქსესუარები "ავერსის" ქსელში
დღეიდან, ლიბერთის ბარათით Apple Pay-ს საშუალებით გადახდისას ლიბერთის მომხმარებელი 5%-იან ქეშბექს მიიღებს
"ბაზისბანკის" შვილობილი კომპანია „ბი ეიჩ ელ ლიზინგი’’ მომხმარებელს ბაზარზე საუკეთესო პირობებს სთავაზობს