საქალაქო სასამართლოში ზურაბ ჯაფარიძის, იაგო ხვიჩიას და ვახტანგ მეგრელიშვილის პროცესი მიმდინარეობს

საქალაქო სასამართლოში პოლიტიკური გაერთიანება "გირჩის" წევრების პროცესი მიმდინარეობს. იაგო ხვიჩიას, ვახტანგ მეგრელიშვილსა და ზურაბ ჯაფარიძეს შსს წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელების დაუმორჩილებლობას ედავება.

შსს- ს წარმომადგენლებმა პროცესზე მტკიცებულების სახით ვიდეოჩანაწერები წარმოადგინეს.

მათ ასევე აღნიშნეს, რომ მოწმის სახით 6 სამართალდამცველი ჰყავთ წარმოდგენილი, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ პირების დაკავებასა და ოქმების წარმოდგენაში.

შსს-ს წარმომადგენლებმა პროცესზე დაკავების მიზეზებიც განმარტეს.

"პოლიციელები ახორციელებდნენ თავის უფლებამოსილებას. ამ დროს შეეცადნენ წარმოდგენილი პირები ხელი შეეშალათ და არ გადაეყვანათ სამართალდამცველებს მესამე პირი. ამ პროცესში იყო სიტყვიერი შეურაცხყოფა. საბოლოოდ ეს პირი მაინც გადაიყვანეს განყოფილებაში და სიტყვიერი შეურაცხყოფა წარმოდგენილი პირების მხრიდან იქაც გაგრძელდა", - განაცხადეს მათ.

შსს პოლიტიკური პარტიის წევრებს ადმინისტრაციული კოდექსის 166–ე და 173–ე მუხლების დარღვევას ედავება, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელების მიმართ დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს