ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ტრენინგებს აგრძელებს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ტრენინგებს აგრძელებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ტურიზმის ადმინისტრაციიდან აცნობეს, თბილისში მდებარე განთავსების ობიექტების მომსახურე პერსონალს "პირველადი სამედიცინო დახმარების" კურსი ჩაუტარდა.

მათი ცნობით, ტრენინგში სხვადასხვა სასტუმროს 60 თანამშრომელი მონაწილეობდა.

“სწავლება როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ნაწილს მოიცავდა. ტრენინგი ორგანიზაცია წითელი ჯვრის ორგანიზებით მოეწყო. გადამზადების კურსი შემდეგ თემატიკას მოიცავდა: პირველადი და მეორადი დათვალიერება, გულ-ფილტვის რეანიმაცია, პირველადი დახმარება: უცხო სხეულების გადაცდენის დროს სასუნთქ გზებში, ჭრილობის დროს, სისხლდენის შემთხვევაში გულის წასვლის და გულყრის დროს, ზედოზირების შემთხვევაში (ალკოჰოლური და ნარკოტიკული) მოწამვლის დროს, პირველადი დახმარების აღმოჩენის ძირითადი პრინციპები ტრავმების დროს და ა.შ.“, - აცხადებენ ტურიზმის ადმინისტრაციაში.

ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეებს სპეციალური სერთიფიკატები გადაეცათ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო