ელგუჯა ხოკრიშვილი სამუშაო ვიზიტით მეკლენბურგ-წინა პომერანიის ფედერალურ მიწას ეწვია

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ელგუჯა ხოკრიშვილი სამუშაო ვიზიტით მეკლენბურგ-წინა პომერანიის ფედერალურ მიწას ეწვია.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ელჩი აღნიშნული მიწის ეკონომიკის, შრომისა და ჯანმრთელობის დაცვის მინისტრს, სამრეწველო-სავაჭრო პალატის პრეზიდენტსა და პარლამენტის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა. ვიზიტის ფარგლებში ეკონომიკის, შრომისა და ჯანმრთელობის დაცვის მინისტრ ჰარი გლავესთან შეხვედრისას განხილულ იქნა ეკონომიკის სფეროში მეკლენბურგ-წინა პომერანიის ფედერალურ მიწასა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები. მხარეები არსებული ურთიერთობების გაღრმავებასა და თანამშრობლობის ხელშეწყობაზე შეთანხმდნენ.

ელჩი ასევე ეწვია სამრეწველო-სავაჭრო პალატას, სადაც მას პალატის პრეზიდენტმა ჰანს თონმა და პალატის დირექტორმა ზიგბერტ აიზენახმა უმასპინძლეს. საელჩოს წარმომადგენლებმა საქართველოს ეკონომიკაზე, განვითარების ტენდენციებსა და ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პროგნოზზე ისაუბრეს. საუბარი ასევე შეეხო საგანმანათლებლო სფეროში მჭიდრო თანამშრომლობის შესაძლებლობებს და საქართველოში დუალური განათლების სისტემის დამკვიდრების ხელშეწყობას.

ვიზიტის ფარგლებში ელგუჯა ხოკრიშვილი, ასევე, მეკლენბურგ-წინა პომერანიის ფედერალური მიწის პარლამენტის ვიცე-პრეზიდენტ ბეატე შლუპს შეხვდა, რომელმაც ელჩი შვერინის სასახლეში მიიღო. სხვადასხვა ეკონომიკურ და პოლიტიკურ თემებთან ერთად, განხილული იქნა ქალაქების დაძმობილების შესაძლებლობაც.

საქართველოს ელჩმა მონაწილეობა მიიღო მეკლენბურგ-წინა პომერანიის ფედერალური მიწის მხატვრული ფილმების რიგით 28-ე ფესტივალის გახსნის ცერემონიაში. საქართველო წლევანდელი ფესტივალის პარტნიორი ქვეყანაა. ელგუჯა ხოკრიშვილი დამსწრე საზოგადოების წინაშე მისასალმებელი სიტყვით წარსდგა, მან ხაზი გაუსვა ქართული კინოს მნიშვნელობასა და ტრადიციებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა