კოდის სათემო განათლების ცენტრში ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარე პროექტის პრეზენტაცია გაიმართა

კოდის სათემო განათლების ცენტრში ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარე პროექტის „სამოქალაქო საზოგადოება განვითარებისა და თანამშრომლობისთვის: ტურისტული პოტენციალის გაზრდა აზერბაიჯანისა და საქართველოს სასაზღვრო რეგიონებში“ პრეზენტაცია გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, პროექტის მიზნებისა და ამოცანების, ასევე გათვალისწინებული აქტივობების შესახებ დამსწრე საზოგადოებას ინფორმაცია კოდის სათემო განათლების ცენტრის დირექტორმა მადონა ოქროპირიძემ მიაწოდა. ქვემო ქართლის რეგიონის ტურისტული პოტენციალის და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ტურიზმის სფეროს განვითარების პერსპექტივების შესახებ პრეზენტაცია წარმოადგინა მერიის ტურიზმის განყოფილების სპეციალისტმა ლამარა ბექაურმა, რომელიც ამავე დროს პროექტში ჩართულია, როგორც მიწვეული ექსპერტი ტურიზმის დარგში. შეხვედრას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და ბენეფიციარები ესწრებოდნენ.

პროექტით გათვალისწინებულია შემდეგი აქტივობები: აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის განვითარება ეკონომიკის სფეროში ტურიზმთან დაკავშირებით, საზღვრის ორივე მხარეს ტურისტული პოტენციალის გაზრდა; ტურისტული ბიუროების, ოპერატორების, საინფორმაციო ცენტრების, გიდების და სასტუმროების ქსელებისა და ასოციაციების შექმნა; განჯა-გაზახსა და ქვემო ქართლში საერთაშორისო ტურისტული მარშრუტების შექმნა, რეგიონულ და ადგილობრივ სამთავრობო უწყებებს შორის თანამშრომლობის განვითარება საქართველოსა და აზერბაიჯანში; მეზობელი რეგიონების ახალგაზრდებს შორის კავშირების დამყარება; ერთობლივი ინიციატივები ახალგაზრდების დასაქმების გაზრდის მიზნით, მათ შორის პროფესიული მომზადების ჩათვლით; ახალგაზრდების ტრენინგი ტურიზმის უნარ-ჩვევებში და შესაძლებლობებში შემდგომში ბიზნესტრენინგში ჩართვის პერსპექტივით; მულტიკულტურული მრავალფეროვნების/მემკვიდრეობის და ტოლერანტობის ხელშეწყობა.

პროექტის სამიზნე ჯგუფები და ბენეფიციარები არიან ახალგაზრდები, მეწარმეები, გიდები, სააგენტოები, მედია და ჟურნალისტები, ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლები, ქართველი და აზერბაიჯანელი, გერმანელი და სხვა საერთაშორისო ტურისტები.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა