ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში საჯარო ლექცია გაიმართება

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილეს ფარგლებში, ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში თემაზე „მეოთხედი საუკუნე ემიგრაციაში - 1921 წელს უცხოეთში გატანილი საქართველოს განძეულის საერთაშორისო მნიშვნელობა“ საჯარო ლექცია გაიმართება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ლექციას პროფესორი ავთანდილ მიქაბერიძე წაიკითხავს.

ავთანდილ მიქაბერიძე ლექციის ფარგლებში 1921 წელს საფრანგეთში გატანილი და 1945 წელს დაბრუნებული საქართველოს ეროვნული განძეულის სახიფათო პერიპეტიებს, ქართული განძის კოლექციაში არსებულ არტეფაქტებს, მათი შექმნის მოტივაციების ისტორიულ-კულტუროლოგიური გარემოებების რეკონსტრუქციასა და საქართველოსთან მათ კავშირს მიმოიხილავს. პროფესორი ასევე ისაუბრებს უცხოეთში წარმატებული ქართული დიასპორის წარმომადგენლების ინიციატივების შესახებ, რაც მიზნად ისახავდა მათ აქტიურ მონაწილეობას სამშობლოს აღმშენებლობის საქმეში.

პროფესორი ავთანდილ მიქაბერიძე 30-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, ათენის ქართული ინსტიტუტის დამფუძნებელი და დირექტორია. მინიჭებული აქვს ღირსების ორდენი და კავკასიის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის სტატუსი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით, საგარეო უწყების ორგანიზებით, დემოკრატიული რესპუბლიკის თემატიკაზე დაგეგმილია საჯარო ლექციების, ისტორიული ფოტო გამოფენების, ღია კარის დღეებისა და სტუდენტური შეჯიბრების ჩატარება. ღონისძიებების შესახებ სრული ინფორმაცია განთავსებულია საგარეო საქმეთა სამინსიტროს ვებ და სოციალური ქსელების გვერდებზე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა