იაგო ხვიჩია - პოლიციაში დავინახე ის მორალი, რომელიც საბჭოთა კავშირში იყო

პოლიციაში დავინახე ის მორალი, რომელიც საბჭოთა კავშირში იყო, - ამის შესახებ პოლიტიკური პარტია „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე განაცხადა, სადაც პარტიის სამი წარმომადგენლის ადმინისტრაციულ საქმეს განიხილავენ.

იაგო ხვიჩიამ დეტალურად გაიხსენა, თუ როგორ მოხდა მათი დაკავება და რას ეუბნებოდნენ სამართალდამცველები.

ამასთან, იაგო ხვიჩიამ აღნიშნა, რომ მათ სამართალდამცავების წინააღმდეგ ფიზიკური ძალა არ გამოუყენებიათ.

„მე ვიკითხე, თუ სად მიყავდათ ის პირი, ვინც დააკავეს. უბრალოდ, ინფორმაცია გვაინტერესებდა. ჩვენ მხოლოდ ვეკამათებოდით და ხელით არავის შევხებივართ. არ ყოფილა არანაირი ძალადობა და ხელის შეშლა.

ჩვენ ვამბობდით, რომ ამის გამო თუ ადამიანს აკავებ, ჩვენ ერთი წლის წინ დავთესეთ კანაფი, მაგრამ მხოლოდ დავჯარიმდით. ამასთან, ჩვენ ჩამოვიტანეთ ერთი ძირი კანაფიც და ვუთხარით, თუ მაგის გამო ხალხს იჭერთ, ჩვენც დაგვიჭირეთ - მეთქი, მაგრამ არ დაგვიჭირეს.

გამოვრიცხავთ ყველა ტიპის ძალადობას. რაც შეეხება გინებას, იქ შეკრებილი იყვენენ მოქალაქეები და შესაძლოა, იგინებოდნენ, მაგრამ ეს გამოხატვის თავისუფლების ზღვარში ჯდება. შემდეგ ჩვენ დაგვიძახეს გვითხრეს, უნდა გამოგკითხოთო. შსს- ს წარმომადგენელი მეუბნებოდა, რომ რადგანაც ჭრელი წინდები გაცვია, მატყუარა იქნებიო“, - განაცხადა ხვიჩიამ.

საქალაქო სასამართლოში პოლიტიკური გაერთიანება "გირჩის" წევრების პროცესი მიმდინარეობს. იაგო ხვიჩიას, ვახტანგ მეგრელიშვილსა და ზურაბ ჯაფარიძეს შსს წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელების დაუმორჩილებლობას ედავება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა