საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2018-ის ზონალური თამაშები იწყება

5 მაისიდან საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს ზონალური თამაშები იწყება, რომელშიც რეგიონულ თამაშებში გამარჯვებული სკოლების გოგონათა და ვაჟთა გუნდები სპორტის სხვადასხვა სახეობაში მიიღებენ მონაწილეობას.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციიდან აცნობეს, 5 და 6 მაისს ზონალური თამაშები შემდეგ სახეობებში გაიმართება:

დასავლეთ საქართველოს სასკოლო სპორტულ ჩემპიონატს ფრენბურთში ზუგდიდის სპორტის სასახლე უმასპინძლებს.

რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, ხელბურთის სასკოლო ჩემპიონატი თბილისში „სპორტკომპლექს არენა 1-ზე“ ჩატარდება.

მაისის თვეში აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს ზონალური თამაშები ყოველ შაბათ-კვირას გაიმართება.

ივნისში კი საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფინალური თამაშები საქართველოს ჩემპიონებს გამოავლენს.

საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ორგანიზატორები არიან საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაცია; განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო; კულტურისა და სპორტის სამინისტრო; საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი;

საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის გენერალური სპონსორია „ვითიბი ბანკი“.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა