ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი მაგისტრობის კანდიდატებისთვის ღია კარის დღეებს გამართავს

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი მაგისტრობის კანდიდატებისათვის მაისში ღია კარის დღეებს გამართავს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ უნივერსიტეტის პრესსამსახურიდან აცნობეს, საინფორმაციო შეხვედრაზე დასწრების მსურველებმა მარტივი სარეგისტრაციო ფორმა უნდა შეავსონ.

ღია კარის დღეზე მაგისტრანტობის მსურველები ილიაუნის სამაგისტრო პროგრამების წარმომადგენლებს შეხვდებიან და დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ შემდეგ საკითხებზე:

• 2018 წელს რომელ პროგრამებზე ექნება მიღება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს;

• როგორ უნდა დარეგისტრირდეთ ილიაუნის სამაგისტრო პროგრამებზე;

• როგორ არჩევს ილიაუნი მაგისტრობის კანდიდატებს;

• რას ისწავლით და ვინ გასწავლით თქვენ მიერ შერჩეულ პროგრამებზე;

• რომელი გაცვლითი პროგრამებით შეგეძლებათ სარგებლობა სწავლის პერიოდში.

შეხვედრის ბოლოს სტუმრებს საშუალება ექნებათ დასვან მათთვის საინტერესო კითხვები და მიიღონ ამომწურავი პასუხები.

დეტალური ინფორმაცია და სარეგისტრაციო ფორმები პროგრამების მიხედვით იხილეთ ილიაუნის ვებ-გვერდზე, შესაბამის განყოფილებებში:

• მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი

• ბიზნესის სკოლა

• სამართლის სკოლა

• საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტი

ღია კარის დღეზე დასწრება თავისუფალია.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა