ირაკლი კობახიძე ბულგარეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის საგარეო საქმეთა კომიტეტის დელეგაციას შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ბულგარეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის საგარეო საქმეთა კომიტეტის დელეგაციას შეხვდა, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე ჯემა გროზდანოვა ხელმძღვანელობს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს.

პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობაზე ისაუბრეს. მხარეების თქმით, 26 წლიანი დიპლომატიური ურთიერთობა მტკიცე ფუნდამენტია თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებებით გასაღრმავებლად.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ბულგარეთთან ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერებას. მხარეებმა შავი ზღვის პოტენციალის სრულად გამოყენების მნიშვნელობისა და ერთობლივი პროექტების განხორციელების, ასევე, ეკონომიკისა და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ისაუბრეს.

ბულგარეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის წევრებმა დადებითად შეაფასეს საქართველოში განხორციელებული დემოკრატიული რეფორმები. მათ შორის, ყურადღება გამახვილდა საკონსტიტუციო რეფორმასა და მის მნიშვნელობაზე.

საუბარი შეეხო ჩვენი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესსა და მიღწეული წარმატებებს.

ეროვნული ასამბლეის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრთა განცხადებით, ბულგარეთი, როგორც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა, მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. ირაკლი კობახიძემ დელეგაციის წევრებს ჩვენი ქვეყნის დასავლური მისწრაფებების ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზგასმით აღნიშნა ბულგარეთის რესპუბლიკის საელჩოს, როგორც ნატოს საკონტაქტო საელჩოს საქმიანობის მნიშვნელობა.

შეხვედრაზე საპარლამენტთაშორისო ურთიერთობის გაღრმავების შესახებ იმსჯელეს. აღინიშნა, რომ უახლოეს მომავალში საქართველოს ბულგარეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე ეწვევა, რაც ქვეყნებსა და პარლამენტებს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

მხარეების თქმით, ამ მიმართულებით, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ერთობლივი შეთანხმება, რომელიც საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტსა და ბულგარეთის ეროვნული ასამბლეის საგარეო საქმეთა კომიტეტს შორის დღეს გაფორმდება.

ბულგარეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის წევრებმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურეს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს