ნაფიცმა მსაჯულებმა ჭონქაძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული მიხეილ იაშვილი ჩადენილ დანაშაულში ერთხმად დამნაშავედ ცნეს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ნაფიცმა მსაჯულებმა გასულ წელს, 16 აგვისტოს, ჭონქაძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული მიხეილ იაშვილი ჩადენილ დანაშაულში ერთხმად დამნაშავედ ცნეს. გამოძიება იაშვილს განზრახ მკვლელობას და იარაღის უკანონო შეძენა–შენახვა–ტარებას ედავებოდა.

გამოძიებით დგინდება, რომ მიხეილ იაშვილმა დღის საათებში კახა ძნელაძე ცეცხლსასროლი იარაღით მაშინ მოკლა, როდესაც ის მეგობრებთან ერთად ჭონქაძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ეზოში იმყოფებოდა.

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულსა და გარდაცვლილს შორის კონფლიქტი წლების განმავლობაში გრძელდებოდა, ფიზიკური ანგარიშსწორება კი დანაშაულის ჩადენამდე ერთი წელი პეროდულად ხდებოდა. კონფლიქტის მიზეზად კი სახელდება ბრალდებულის მიერ ტაქსის მძღოლებზე განხორციელებული ზეწოლა. გამოძიების ინფორმაციითვე, მკვლელობაში ბრალდებული გარკვეული პერიოდის განმავლობაში ტაქსის მძღოლებს აიძულებდა უფასო მომსახურებას და სძალავდა გარკვეულ თანხას, რასაც გარდაცვლილის მხრიდან შეწინააღმდეგება მოჰყვა.

აღნიშნული ბრალდების დამტკიცების გამო მკვლელობაში ბრალდებულ მიხეილ იაშვილს თავისუფლების აღკვეთა 15–დან 17 წლამდე ემუქრება. სასჯელის ზომასთან დაკავშირებით მოსამართლე გადაწყვეტილებას თბილისის საქალაქო სასამართლოში ხვალ გამოაცხადებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო