მამუკა მდინარაძე ახალგაზრდებზე - ამ ასაკის ადამიანებში არის ყველაზე ახლებური, სწორი, ეროვნული აზროვნების პოტენციალი

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე, ფრაქციის მდივანი ნინო წილოსანი და ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი გენადი მარგველაშვილი დღეს, საქართველოს პარლამენტში, ქუთაისის აკაკი წერეთელის სახელობის №1 საჯარო სკოლის უფროსკლასელებს შეხვდნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს. შეხვედრა, ძირითადად, ბულინგის თემას დაეთმო, თუმცა ყურადღება ახალგაზრდებისათვის საინტერესო სხვა თემებზეც გამახვილდა, როგორც ზოგად პოლიტიკურ საკითხებზე, ასევე სკოლებში მანდატურის სამსახურზე, ნარკოტიკების თემაზე და ა.შ.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა და მოსწავლეებმა მათთვის მნიშვნელოვან კითხვებზე კანონმდებლებისაგან ამომწურავი პასუხები მიიღეს.

„მრავალ თემაზე ვილაპარაკეთ, მაგრამ ჩვენი შეხვედრის მთავარი თემა იყო ბულინგი და მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებს ძალიან საინტერესო შეხედულებები აქვთ ამასთან დაკავშირებით. ძალიან ხშირად პოლიტიკოსებმა რომ გავითვალისწინოთ ამ ასაკის ბავშვებიდან წამოსული წინადადებებიც და მათი აზრებიც კი, ძალიან კარგია, ვინაიდან ყველაზე ბუნებრივად ეს მოზარდები აწყდებიან იმ პრობლემებს, რომლებიც ამ საკითხთან დაკავშირებით არის საზოგადოებაში. ჩვენ ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად იყოს ჩართული დისკუსიაში ყველა ასაკის ადამიანი, ყველა ასაკის ადამიანის ნააზრევი მოვისმინოთ, რომ მსგავსი ტიპის პრობლემები უკეთესად, უფრო ღრმად შევისწავლოთ და გადაწყვეტილების უკეთესი გზები და ფორმები ვიპოვოთ“, - განაცხადა შეხვედრის შემდეგ მამუკა მდინარაძემ.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, ფრაქცია „ქართული ოცნება“ ახალგაზრდული მიმართულებით მუშაობის გაძლიერებას და გააქტიურებას აპირებს. „ამ ასაკის ადამიანებში არის ყველაზე ახლებური, სწორი, ეროვნული აზროვნების პოტენციალი და, შესაბამისად, გარკვეულ ტრადიციასაც დავნერგავთ ამ მიმართულებით“, - აღნიშნა ფრაქციის ლიდერმა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა