ლატვიის ახლად დანიშნულმა ელჩმა, ინგრიდა ლევრენცემ მიხეილ ჯანელიძეს მინისტრს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა

ლატვიის ახლად დანიშნულმა ელჩმა ინგრიდა ლევრენცემ საქართველოს ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, რწმუნებათა სიგელების ასლების გადაცემის შემდეგ გამართულ შეხვედრაზე, ვიცე პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ, ლატვიის ახლად დანიშნულ ელჩს მიულოცა საქართველოში მისიის დაწყება და წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობაში. მიხეილ ჯანელიძემ ხაზი გაუსვა ორი ქვეყნის განსაკუთრებულ ურთიერთობებს და იმედი გამოთქვა, რომ ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში მიმდინარე წარმატებული თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება.

„კმაყოფილებით აღინიშნა ორ ქვეყანას შორის არსებული მეტად მჭიდრო პოლიტიკური ურთიერთობები. ხაზი გაესვა კულტურულ, ხალხთაშორის, საგანმანათლებლო და რეგიონულ კავშირებს და ამ თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებს. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ლატვია წარმოადგენს საერთაშორისო არენაზე საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ მხარდამჭერს. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებზე და ბიზნესკავშირების შემდგომი გაძლიერების მნიშვნელობაზე. საქართველოსა და ლატვიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავის კონტექსტში, მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს 2018 წლის განმავლობაში მაღალი და უმაღლესი დონის ვიზიტების აქტუალურობაზე. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს თვალსაჩინო პროგრესსა და მიღწევებზე, ასევე ქართული მხარის მოლოდინებზე ბრიუსელში დაგეგმილ ნატოს სამიტზე“, – ნათქვამია საგარეო სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უწყების ინფორმაციითვე, ლატვიის ახლად დანიშნულმა ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ლატვიის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოსადმი და აღინიშნა, რომ ლატვია მომავალშიც გააგრძელებს უპირობო მხარდაჭერას საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე.

ამასთან, როგორც სამინისტროს ინფორმაციაში აღნიშნული, შეხვედრის დასასრულს ელჩმა მზაობა გამოთქვა, მაქსიმალურად ხელი შეუწყოს ორ ქვეყანას შორის ნაყოფიერ თანამშრომლობას და ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო