პარლამენტი ე.წ. „გირგვლიანის შესწორებებს“ პირველი მოსმენით ეცნობა

პარლამენტი სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე მომზადებულ კანონპროექტს პირველი მოსმენით ეცნობა. კანონპროექტს დეპუტატებს უმრავლესობის წევრი ანრი ოხანაშვილი აცნობს. როგორც მან სხდომაზე განაცხადა, ე.წ. „გირგვლიანის შესწორება“ არის ცვლილება, რომელიც ისტორიას დარჩება.

„მოვახდინეთ სისხლის სამართლის კოდექსის ინიცირება, რომელსაც სიმბოლურად ვუწოდეთ „გირგვლიანის შესწორება“. მიზანი გახლავთ სისტემური დანაშაულის პრევენცია. ჩვენი მიზანია საზოგადეობა აღარასდროს გახდეს სისტემური დანაშაულის ობიექტი. დიდი პატივია, რომ მომეცა შესაძებლობა მემუშავა ამ უმნიშვნელოვანეს ცვლილებებზე, რომელიც ისტორიას დარჩება.

ამ კანონპროქტით ხაზს ვუსვამთ უმაღლესი თანამდებობის მქონე პირების პასუხისმგებლობას საზოგადოების წინაშე. მძიმე გამოცდილების შემდეგ, რასაც ადგილი ჰქონდა უახლოეს წარსულში, კანონპროექტის მიზანია შეიქმნას სამართლებრივი საფუძველი, რათა საფუძველშივე მოხდეს სისტემის ამოქმედება. მაშინ, როდესაც ადგილი ჰქონდა უმაღლესი თანამდებობის პირების შეთქმულებას ერთი ადამიანის, სანდრო გირგვლიანის წინააღმდეგ და ხელისუფლების შესაბამისი შტოები შეთანხმებულად მოქმედებდნენ, მაშინ სისხლის სამართლის კოდექსი შესაბამისი სისტემებით არ იყო აღჭურვლი, რათა პასუხი გაეცა ამ სასტიკ ქმედებაზე და მოეხდინა ადეკვატური სასჯელის დაკისრება. კანონი შევიმუშავეთ კომპეტენტური ადამიანების ჩართულობით, რათა დაცული ყოფილიყო ადამიანის უფლებები“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა