ზუგდიდის მერია სოციალურად დაუცველ 30-მდე ოჯახს სახლს აუშენებს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია მიმდინარე წელსაც აგრძელებს მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე ოჯახებისთვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობისა და ,,ერთი თბილი ოთახის“ პროგრამას.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, მერია მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე 25 ოჯახს ახალ სახლს აუშენებს, ხოლო წლის ბოლოს საცხოვრებელ ფართს 30-მდე სოციალურად დაუცველი ოჯახი მიიღებს. ,,ერთი თბილი ოთახის“-ს პროგრამაში კი 20 ოჯახი ჩაერთვება. აღნიშნული გადაწყვეტილება, კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო. ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადების შემდეგ კი პრიორიტეტული ოჯახები გამოვლინდება.

აღნიშნული პროექტი განხორციელდება მუნიციპალიტეტიის მასშტაბით. კომისიის შემადგენლობაში მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები შედიან.

აღნიშნული პროგრამისთვის მიმდინარე წელს 700 000 ლარია გამოყოფილი, აქედან 100 000 ლარი ,,ერთი თბილი ოთახი“-ს პროექტისთვისაა გათვალისწინებული.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 2015-2017 წლებში 66 სახლი აშენდა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტს 2015 წელს, სპეციალური ჯილდო, სწორედ ამ პროექტის განხორციელებისთვის გადაეცა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა