სასამართლომ „გირჩის“ ლიდერებს გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა

თბილისის საქალაქო სასამართლომ პარტია „გირჩის“ ლიდერებს გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა. სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია და პარტიის ლიდერები წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცველთა მიმართ დაუმორჩილებლობაში დამნაშავედ ცნო.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, პარტიის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე 2 000 ლარით დაჯარიმდა, ხოლო პარტიის ორ წევრს იაგო ხვიჩიას და ვახტანგ მეგრელიშვილს ათდღიანი პატიმრობა შეეფარდათ.

როგორც სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, შს სამინისტროს არ წარმოუდგენია კონკრეტული მტკიცებულებები, რაც მათ ბრალეულობას დაამტკიცებდა, ხოლო ვიდეოჩანაწერები იყო დამონტაჟებული. მისივე თქმით, დაკავების შემდეგ სამართალდამცველები უდიერად ეპყრობოდნენ იაგო ხვიჩიასა და ვახტანგ მეგრელიშვილს, ერთ–ერთმა პოლიციელმა კი იაგო ხვიჩიას იმის გამო დასცინა, რომ მას ზოლებიანი წინდები ეცვა.

„სასამართლომ მიიღო უარგუმენტო გადაწყვეტილება, წარმოდგენილი არ იყო არანაირი მტკიცებულება, გარდა 6 პოლიციელის ჩვენებისა და იმ დამონტაჟებული ვიდეომტკიცებულებებისა, რომელიც უწყებამ წარმოადგინა. სასმაართლო პროცესზე ასევე იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომ მას დასცინოდნენ პოლიციელები და ეპყრობოდნენ უდიერად. თუმცა, მოსამართლემ ეს ყველაფერი არ გაითვალისწინა და მიიღო ის გადაწყვეტილება, რომელსაც, რა თქმა უნდა, გავასაჩივრებთ“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

შს სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის, ბექა დოჭვირის განცხადებით კი, სასამართლომ იმსჯელა იმ მტკიცებულებებზე, რომელიც უტყუარია და წარადგინა უწყებამ. მისივე თქმით, ბრალდებები, რომელიც პოლიციელთა მისამართით კეთდება, უსაფუძვლოა და ამის არავითარი მტკიცებულება არ არსებობს.

„ჩვენ წარმოვადგინეთ უტყუარი მტკიცებულებები სასამართლოში, რომელიც გაიზიარა მოსამართლემ. რაც შეეხება ბრალდებებს, რომ პოლიციელები მათ ექცეოდნენ უდიერად ან დასცინოდნენ, ამის არანაირი მტკიცებულება არ არსებობს და აღნიშნული არ დამტკიცდა სასამართლო პროცესზეც“, – განაცხდა ბექა დოჭვირმა.

იხილეთ ვიდეო: "გირჩის“ ლიდერს 2000 ლარიანი ჯარიმა დააკისრეს - ხვიჩიას და მეგრელიშვილს ათდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა განესაზღვრათ

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა