საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა რეგიონებში პროფესიული განათლების შესახებ საინფორმაციო შეხვედრებს მართავს

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა პროფესიული განათლების რეფორმის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით რეგიონებში შეხვედრებს მართავს.

სავაჭრო-სამრეწველო პალატის ინფორმაციით, დღეს შესაბამისი ღონისძიებები გორსა და ქუთაისში გაიმართა, რომელსაც ადგილობრივი ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრის ფარგლებში გაკეთდა პრეზენტაციები პროფესიული განათლების რეფორმისა და სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების განვითარების საკითხში საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ჩართულობის შესახებ.

მსგავსი შეხვედრები 2 დღის განმვლობაში ზუგდიდში, ოზურგეთსა და ბათუმში გაიმართება. ღონისძიებების მიზანი პროფესიული განათლების რეფორმისა და სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების შესახებ რეგიონულ ბიზნესში ცნობიერების ამაღლებაა.

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა პროფესიული განათლების სისტემის განვითარების მიმართულებით აქტიურად მუშაობს. სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების პროცესის ეფექტიანად კოორდინირებისთვის და დუალური განათლების პოპულარიზაციისთვის პალატა ჰქმნის საჯარო-კერძო დიალოგის პლატფორმას.

შეხვედრებში საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ექსპერტებთან ერთად განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლებიც არიან ჩართულნი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს