გიორგი მარგველაშვილი - ბარნოვის ქუჩაზე მომხდარი ტრაგედია მე პიროვნულად მძიმედ გადავიტანე, თუმცა არ დასმულა კითხვა, რატომ მოუვიდა პოლიციას ის კრახი, რომ მსხვერპლი პოლიციაში მივიდა და ორ საათში მოკლეს

როდესაც ბარნოვის ქუჩაზე მოხდა ტრაგედია, მთელი მედია, საექსპერტო საზოგადოება ამ ტრაგედიას მე მაბრალებდა. მე ეს პიროვნულად მძიმედ გადავიტანე, - ამის შესახებ „ტვ პირველის“ ეთერში საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, არ დასმულა კითხვა, თუ რატომ მოუვიდა პოლიციას ის კრახი, რომ მსხვერპლი პოლიციაში მივიდა, თუმცა ორ საათში მოკლეს. „ირმა ინაშვილმა სწორი შეფასება გააკეთა ბოლშევიზმის მიმართულებით. ამ პროპაგანდისტულ რეალობაში ცხოვრება საზოგადოებისთვის სერიოზული პრობლემაა. ზუსტად 3 კვირის წინ, როდესაც მოხდა ბარნოვის ტრაგედია, მთელი მედია, საექსპერტო საზოგადოება და ა.შ. ამ ტრაგედიას მე მაბრალებდა. მე პიროვნულად მძიმედ გადავიტანე. ერთი კვირის მერე დავსვი კითხვა, თუ რატომ მოხდა ეს კრახი და კატასტროფა, რაც პოლიციას დაემართა, რომ ქალი მივიდა პოლიციაში, მოკვლას მიპირებენო და ორ საათში მოკლეს. ამაზე არ უნდა დავსვათ კითხვა?! ამაზე კითხვა აღარ დასმულა. არ გვადარდებს, რომ იმ პოლიციის განყოფილებაში კიდევ შეიძლება მივიდეს ქალი, კიდევ თქვას, რომ ერთ საათში მომკლავენო და დაბრალდეს მერე პრეზიდენტს“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა