გიორგი მარგველაშვილი - 26 მაისს საქართველოს რამდენიმე ქვეყნის პრეზიდენტი ეწვევა, რაც არის საქართველოს მხარდაჭერის აქტი

საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ინფორმაციით, 26 მაისს საქართველოს რამდენიმე ქვეყნის პრეზიდენტი ეწვევა.კერძოდ, მისი თქმით, უკვე დადასტურებულია, რომ საქართველოში ჩამოვლენ, სომხეთის, ფინეთის, სლოვაკეთის, პოლონეთის, ლატვიის, ესტონეთისა და ევროკომისიის პრეზიდენტები.

„ქართული ოცნება“ მიტარებს სერიოზულ საარჩევნო პიარს და მაგით არიან დაკავებულები და ყოველდღე ამას მუშაობენ. მე რამდენიმე მნიშვნელოვანი ეტაპი მაქვს - 26 მაისი უნდა ჩავატაროთ და რამდენიმე ქვეყნის პრეზიდენტი მოვიწვიე. სომხეთის პრეზიდენტი ჩამოვა, ფინეთის, სლოვაკეთის, პოლონეთის. იუნკერი ჩამოდის, ლატვიის პრეზიდენტი, ესტონეთის პრეზიდენტი ჩამოდის. ეს არის საქართველოს მხარდაჭერის აქტი“, - განაცხადა მარგველაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა