გიორგი მარგველაშვილი - მთელი ევროპა და ამერიკა შემოვიარე ტატუნაშვილის თემით, მე რომ ამ ბრალდებას წამომიყენებ, ტატუნაშვილის თემაზე არ ისაუბრაო, სერიოზულია ეს?!

მთელი ევროპა და ამერიკა შემოვიარე ტატუნაშვილის თემით, მე რომ ამ თემას წამომიყენებ, რომ ტატუნაშვილის თემაზე არ ისაუბრაო, სერიოზული კომენტარია ეს?!, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, პარლამენტში გამოსვლისას არსებითი თემა იყო რუსეთი, ცივი ომის პერიოდი, საქართველოს ამერიკული ორიენტაციისთვის გადასადგემლი ნაბიჯები.

„როდესმე „ქართული ოცნება“ გამოსულა და უთქვამს, რა კარგი მოხსენება ჰქონდა პრეზიდენტს?! როდესმე „ნაციონალური მოძრაობა“ გამოსულა და უთქვამს, რომ მადლობა, ასეთი კარგი მოხსენება გქონდაო?! არა... ერთი წლის წინ, თუ ორი წლის წინ, მქოდა ერთსაათიანი მოხსენება და მაშინ დეტალურად, ასე ხატოვნად თემები ჩავშალე. მაშინ თქვეს, ლექციას რატომ გვიკითხავს, ჩვენ ისედაც ყველაფერი კარგად გვესმისო... მე ამ გამოსვლაზე გადავწყვიტრე და რა თქმა უნდა სტილი შევცვალე, მაგრამ მე რომ სტილს ვცვლი, თავი კი არ უნდა მივიმართლო, რომ რატომ გავაკეთე ასეთი მოხსენება. მე უნდა უნდა მელაპარაკოს ვინმე იმ თემებზე, რა თემებზეც მე ვისაუბრე. სტილი შევცვალე სრულიად შეგნებულად და გავაკეთე მოკლე მესიჯური მოხსენება. უბრალოდ სტილია სხვა. აქამდე უფრო ფართოდ ვყვებოდი, ახლა გადავწყვიტე მესიჯური მოხსენების გაკეთება, ისადაც ყველა თემას შევეხე და თითო წინადადება იყო მესიჯი“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

„ქართული ოცნების“ განცხადებით, პრეზიდენტმა ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას არ ისაუბრა ისეთ მნიშვნელოვან თემაზე, როგორიც არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა