კრივში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი დასრულდა

რუსთავის ქიმიკოსთა სპორტულ კომპლექსში, კრივში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი დასრულდა.

ქვეყნის ჩემპიონის ტიტულს, სამ სხვადასხვა წონით კატეგორიაში რუსთაველი მოკრივეები - ნიკოლოზ ბეგაძე, გიორგი კაპანაძე და ალექსანდრე დოკვაძე დაეუფლნენ.

საპრიზო ადგილებზე გასული სპორტსმენები მედლებით, თასებით, სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანმა, საკრებულოს წევრებმა და საქართველოს კრივის ფედერაციის წარმომადგენლებმა დააჯილდოეს.

ფინალურ შეხვედრებს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ბეგაძე, კრივის ფედერაციის პრეზიდენტი, დავით წიკლაური, საკრებულოს დეპუტატები, ვეტერანი მოკრივეები და სპორტსმენები ესწრებოდნენ.

ტურნირში, 10 წონით კატეგორიაში, საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან 19-დან 40 წლამდე ასაკის პროფესიონალი და მოყვარული მოკრივეები ასპარეზობდნენ.

ეროვნული ჩემპიონატი საქართველოს კრივის ეროვნული ფედერაციისა და რუსთავის მერიის ორგანიზებით ჩატარდა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა