ბათუმში ავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა

ბათუმში გორგილაძის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

თვითმხილველების ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევა გორგილაძის ქუჩაზე მოხდა, სადაც ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ფაქტზე "სისხლის სამართლის კოდექსის" 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს