თამარ სანიკიძე - გიორგი მარგველაშვილის განცხადება, რომ მისი მინისტრობის შემდეგ არაფერი გაკეთებულა, იყო უსამართლო და არავისთვის სასარგებლო

გიორგი მარგველაშვილის განცხადება, რომ მისი მინისტრობის შემდეგ არაფერი გაკეთებულა, იყო უსამართლო და არავისთვის სასარგებლო, - ამის შესახებ განათლების ყოფილმა მინისტრმა, თამარ სანიკიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მისი თქმით, ის პროექტებიც კი, რომლითაც ყოფილი განათლების მინისტრი, მოქმედი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი ამაყობს, სახელისუფლებო გუნდის მიერ იყო დაგეგმილი. თამარ სანიკიძის განცხადებით, მარგველაშვილის მინისტრობის შემდეგ განათლების სისტემაში დაიგეგმა და განხორციელდა ისეთი მნიშვნელოვანი პროექტები, რომელიც სახელმწიფოს საერთოდ არ ჰქონდა.

„გიორგი მარგველაშვილის განცხადება, რომ მისი მინისტრობის შემდეგ არაფერი გაკეთებულა, იყო უსამართლო და არავისთვის სასარგებლო, არც ხელისუფლებისთვის, არც პრეზიდენტის ინსტიტუტისთვის და, რა თქმა უნდა, არც საზოგადოებისთვის, რადგან ამ განცხადების საფუძველზე გაჩნდა კითხვის ნიშნები. ვალდებული ვარ აქცენტები გავაკეთო იმ ძირითად მიმართულებებზე, რაც საპირისპიროს უპასუხებს ამ განცხადებას.

2013 წელს მარგველაშვილის მინისტრობის დროს განხორციელდა მნიშვნელოვანი პროექტები, მაგრამ ეს იყო სახელისუფლებო გუნდის მიერ დაგეგმილი ღონისძიებები. უფასო სახელმძღვანელოები და განსაკუთრებით ტრანსპორტის უზრუნველყოფის პროგრამა აღმოჩნდა ძალიან კარგი და სასიკეთო, რადგან ამ ორი კომპონენტით დასწრების მაჩვენებელი 56%-დან 97%-მდე გაიზარდა. განათლების ხელმისაწვდომიბის კუთხით ბევრი სხვა მნიშვნელოვანი პროექტებიც განხორციელდა - სასკოლო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, რომელსაც 250 000 ბენეფიციარი ჰყავს, მნიშვნელოვანი იყო იგივე პროექტი „ექიმის კაბინეტები“, ინკლუზიური განათლება, რომელიც საერთოდ არ არსებობდა, მნიშვნელოვანი იყო ის ინტერვენციები, რომელიც სასკოლო განათლების გაგრძელებად განიხილიბოდა და რომელსაც პროფესიულ განათლებას ვუწოდებთ, ეს ხომ არ იყო და ა.შ.“, - განაცხადა თამარ სანიკიძემ.

ჩემს შემდეგ განათლების სისტემაში არც არაფერი გაკეთებულა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტის წინაშე ანგარიშით გამოსვლისას განაცხადა. „მახსენდება 2013 წელი, როდესაც ჩვენ ერთად ვმოღვაწეობდით საქართველოს მთავრობაში და ის სულისკვეთება, რაც მაშინ იყო. მაშინ განხორციელებული რეფორმები, ის რაც გააკეთა დათო სერგეენკომ, რაც გააკეთა დათო კირვალიძემ, ის რაც მე გავაკეთე განათლების სისტემაში და შემიძლია ვთქვა, რომ იმის მერე განათლების სისტემაში არც არაფერი გაკეთებულა, იყო ორიენტირებული საქართველოს რიგით მოქალაქეზე; იყო ორიენტირებული იმაზე, რომ რიგითი ქართველის ყოფა შეცვლილიყო. ასე მოხდა ჯანდაცვაში, ასე მოხდა სოფლის მეურნეობაში და ამ სულისკვეთებით მე დავთანხმდი ვყოფილიყავი „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი, რათა ეს მუშაობა გაგრძელებულიყო“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს