ლიბანში ბოლო ცხრა წლის განმავლობაში პირველი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. პარტია „ლიბანური ძალები“, რომელიც მოსახლეობის ქრისტიანული ნაწილის ინტერესებს წარმოადგენს, მომავალ პარლამენტში 15 მანდატს მიიღებს.
„ჰესბოლა“, რომელიც 1995 წელს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარა და საგანგებო სიაში შეიყვანა, მოკავშირეებთან ერთად 67 მანდატს მიიღებს.
ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრის ალ-ჰარირის ბლოკმა წინა არჩევნებთან შედარებით უარესი შედეგი აჩვენა, თუმცა ვარაუდობენ, რომ მინისტრთა კაბინეტის ხელახალ ფორმირებას სწორედ ალ-ჰარირი მოახდენს.
არჩევნების ოფიციალური შედეგები დღეს გახდება ცნობილი.