ბიძინა ივანიშვილი - სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ დღეს საქართველოში ბიზნესი თავისუფალი და დაცულია

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ დღეს, ისე, როგორც არასდროს, საქართველოს ისტორიაში თავისუფალი და დაცულია ბიზნესი, - ამის შესახებ “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

“სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ დღეს, ისე, როგორც არასდროს საქართველოს ისტორიაში, თავისუფალი და დაცულია ბიზნესი, ქვეყანაში დოვლათის შექმნის მთავარი საფუძველი, რაც ჩემთვის უდიდესი ბედნიერებაა. სწორედ ამან განაპირობა, რომ მსოფლიო ეკონომიკაში არსებული არასტაბილურობის და რყევების მიუხედავად საქართველო, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებით, კაპიტალის დაბანდების თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ქვეყანაა. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საერთო მცულობამ კი შარშან საქართველოს ისტორიაში რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველო, ეკონომიკური ზრდის მონაცემებით, რეგიონში ლიდერობს“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, სავალუტო ფონდის ბოლო მონაცემებით, მომავალი 6-წლიანი ეკონომიკური ზრდის პროგნოზით, საქართველო ლიდერია არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ევროპის და ცენტრალური აზიის ქვეყნებში.

იხილეთ ბიძინა ივანიშვილის გამოსვლა სრულად

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს