ბიძინა ივანიშვილი - იმ კონსტიტუციის ნაცვლად, რომელიც ფორმალურად ამართლებდა ერთი ადამიანის მარადიულ მმართველობას, მივიღეთ ხალხის მმართველობაზე ორიენტირებული, ევროპული სტანდარტის ძირითადი კანონი

ეს კონსტიტუცია საქართველოს შეუქცევადი დემოკრატიული პროგრესის საყრდენი წინაპირობაა, - ასე აფასებს ბიძინა ივანიშვილი საქართველოს ახალ კონსტიტუციას და მას ხალხის მმართველობაზე ორიენტირებულს უწოდებს.

კოალიცია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ყოფილი პრემიერ-მინისტრის და მმართველი პარტიის ახლად არჩეული თავმჯდომარის განცხადებით, ახალმა ხელისუფლებამ მნიშვნელოვანი და დადებით ცვლილებები განახორციელა სასამართლოს დამოუკიდებლობის, სამართალდამცავი უწყებების დეპოლიტიზებისა და პენიტენციურ დაწესებულებებში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით.

„ხელშესახები პროგრესი გვაქვს სასამართლოს დამოუკიდებლობისა და სამართალდამცავი უწყებების დეპოლიტიზების კუთხით. რადიკალურ გარდატეხას მივაღწიეთ პენიტენციურ სისტემაში ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით. წარმატებით დავასრულეთ საკონსტიტუციო რეფორმის რთული და წინააღმდეგობებით აღსავსე პროცესი და იმ კონსტიტუციის ნაცვლად, რომელიც ფორმალურად ამართლებდა ერთი ადამიანის მარადიულ მმართველობას, მივიღეთ ხალხის მმართველობაზე ორიენტირებული, ევროპული სტანდარტის ძირითადი კანონი. ეს კონსტიტუცია საქართველოს შეუქცევადი დემოკრატიული პროგრესის საყრდენი წინაპირობაა“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა