საქალაქო სასამართლო ნარკოდანაშაულში ბრალდებული 8 პირისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე განცხადებას ავრცელებს

თბილისის საქალაქო სასამართლო ნარკოდანაშაულში ბრალდებული 8 პირისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე განცხადებას ავრცელებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სასამართლოდან აცნობეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ნარკოდანაშაულისათვის ბრალდებულ რვა პირს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა.

„წარდგენილი ბრალის თანახმად, ბრალდებულებს ბრალად ედებათ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, ჩადენილი დიდი ოდენობით, ხოლო ბ. დ.-ს განსაკუთრებით დიდი ოდენობით. მათვე ბრალად ედებათ, ნარკოტიკული საშუალებების უკანონო გასაღება, ჩადენილი დიდი ოდენობით. (ბ. დ.-სა და ჯ. ე.-ს სამ-სამი ეპიზოდი, თ. ჩ.-ს, ვ. ჟ.-სა და ქ.მ.-ს ორ-ორი ეპიზოდი, გ. მ. -ს, მ. მ. -სა და ლ. მ.-ს თითო ეპიზოდი).

საქმის მასალების თანახმად, ბრალდებულებმა, გასული რამდენიმე თვის მანძილზე, უკანონოდ შეძენილი და შენახული ნარკოტიკული საშუალებები, განსხვავებულ დროსა და ადგილას უკანონოდ გაასაღეს სხვადასხვა პირზე თბილისში მდებარე კლუბებსა და სხვა ტერიტორიაზე.

აღკვეთის ღონისძიების კონკრეტული სახის შერჩევისას, სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზე იყო აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების როგორც ფაქტობრივი, ასევე ფორმალური საფუძვლები. სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდებულთა მიმართ ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენება ვერ უზრუნველყოფს აღკვეთის ღონისძიების საპროცესო მიზნების მიღწევას. კერძოდ, განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, ბრალდებულებს 7-დან 14 წლამდე, ხოლო ერთ მათგანს 8-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. სასამართლოს განჩინების თანახმად, დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით, არსებობს ბრალდებულების მხრიდან მიმალვის, დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელებისა და დამატებითი მტკიცებულებების მოპოვებისა და საქმის გარემოებების სრულად გარკვევაში ხელის შეშლის საფრთხეები. ამდენად, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა გამოიყენა“, - ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2018 წლის 9 ივლისს, 14:00 საათზე გაიმართება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა