ადვოკატი - არსებობდა ყველა სამართლებრივი გარემოება, რათა ბრალდებულებისთვის ნაკლებად მძიმე აღმკვეთი ღონისძიება გატარებულიყო

მას შემდეგ, რაც ჩამბარდება სარეზოლუციო ნაწილი, მოსამართლის გადაწყვეტილებას გავასაჩივრებ, - ამის შესახებ საქალაქო სასამართლოში ნარკოდანაშაულში ბრალდებული ერთ-ერთი პირის ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

ადვოკატის თქმით, არსებობდა ყველა სამართლებრივი გარემოება, რათა ბრალდებულებისთვის ნაკლებად მძიმე აღმკვეთი ღონისძიება გატარებულიუყო.

„მიმაჩნია, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირის მიმართ არსებობდა ყველა სამართლებრივი გარემოება, რათა მოსამართლეს მისთვის გირაო შეეფარდებინა. ბრალდებული მზად იყო ჩაებარებინა ყველა დოკუმენტაცია. სამწუხაროდ, სასამართლომ არ გაიზიარა ეს გარემოებები და პატიმრობა შეუფარდა. მას შემდეგ, რაც განჩინება ჩამბარდება, ვაპირებ კონსულტაცია გავიარო ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ პირთან და გავასაჩივრო შემდგომ ინსტანციაში“, - განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.

აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების გასაჩივრებას აპირებს კიდევ ერთი ბრალდებულის ადვოკატი ნინო ლალიაშვილი. მისი შეფასებით, სასამართლომ დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო.

თბილისის საქალაქო სასამართლო ნარკოდანაშაულში ბრალდებული 8 პირისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე განცხადებას ავრცელებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სასამართლოდან აცნობეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ნარკოდანაშაულისათვის ბრალდებულ რვა პირს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა.

„წარდგენილი ბრალის თანახმად, ბრალდებულებს ბრალად ედებათ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, ჩადენილი დიდი ოდენობით, ხოლო ბ. დ.-ს განსაკუთრებით დიდი ოდენობით. მათვე ბრალად ედებათ, ნარკოტიკული საშუალებების უკანონო გასაღება, ჩადენილი დიდი ოდენობით. (ბ. დ.-სა და ჯ. ე.-ს სამ-სამი ეპიზოდი, თ. ჩ.-ს, ვ. ჟ.-სა და ქ.მ.-ს ორ-ორი ეპიზოდი, გ. მ. -ს, მ. მ. -სა და ლ. მ.-ს თითო ეპიზოდი).

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2018 წლის 9 ივლისს, 14:00 საათზე გაიმართება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა