ეროვნულ გალერეაში დღეს წიგნის ,,საქართველოს ეროვნული მუზეუმი“ პრეზენტაცია გაიმართება

მუზეუმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 15-30 მაისს საქართველოს ეროვნული მუზეუმის ფესტივალი იმართება.

როგორც “ინტერპრესნიუსს“ ეროვნული მუზეუმიდან აცნობეს, ფესტივალი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს ეძღვნება.

ფესტივალის ფარგლებში, დღეს, დ. შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში, გაიმართება წიგნის ,,საქართველოს ეროვნული მუზეუმი“ პრეზენტაცია სერიიდან “მსოფლიოს საუკეთესო მუზეუმები".

წიგნის ავტორია ეროვნული მუზეუმის ახალი და თანამედროვე ხელოვნების კოლექციების მთავარი კურატორი, ხელოვნებათმცოდნე, დოქტორი ნინო ხუნდაძე.

“წიგნი მოგვითხრობს საქართველოში პირველი მუზეუმების შექმნის, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დაარსების, სამუზეუმო გაერთიანებაში შემავალი მუზეუმებისა და მათი კოლექციების შესახებ. წიგნის ერთი ნაწილი ეთმობა ექსპონატების ხელოვნებათმცოდნეობით ანალიზს მუზეუმის კოლექციებიდან.

წიგნის ფორმატი განსაზღვრა იტალიურმა გამომცემლობამ “სკალა“, რომელიც გამოსცემს მსოფლიოს დიდი მუზეუმების სერიას. სერიის 12 ტომი იტალიურიდან ქართულად ითარგმნება და მზადდება "გამომცემლობა პალიტრა L"-ის მიერ. ამ სერიაში, უფიცის, ლუვრის, პრადოს, მეტროპოლიტენისა და სხვა მუზეუმებთან ერთად, სპეციალურად შეიქმნა და მე-7 ტომად გამოიცა წიგნი საქართველოს ეროვნული მუზეუმის შესახებ.

საქართველოს ეროვნული მუზეუმის შესახებ ტექსტი შედგენილია გურამ ჩხაიძის ნაშრომების მიხედვით, ასევე წიგნში შესულია ტექსტები ეროვნული მუზეუმის თანამშრომლების ირინა არსენიშვილის, დარეჯან კაჭარავას, ნინო ლორთქიფანიძის და ეკა კიკნაძის ავტორობით“, - ნათქვამია ეროვნული მუზეუმის ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, წიგნში გამოქვეყნებული ფოტოების ავტორები არიან - მალხაზ მაჭავარიანი, მირიან კილაძე, ფრიდონ გეგეშიძე, შალვა ლეჟავა, კახა ჩხატარაშვილი, დავით ცვარიანი და გურამ ბუმბიაშვილი. ასევე გამოყენებულია დ. ერმაკოვის ფოტომასალა.

ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის