დავით ბერძენიშვილი - ვცდილობთ, მივყვეთ ილიას ეკლიან გზას, რთულია, ხან გამოგვდის, ხან - ვერა

100 წლის წინ საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადების ობიექტურ და სუბიექტურ ისტორიულ ფაქტორებზე, ამავე ფაქტორების გამო დამოუკიდებლობის დაკარგვის მიზეზებზე, ასევე იმაზე, თუ რა გამოწვევები და საფრთხეები აქვს დღეს საქართველოს დამოუკიდებლობას, ”ინტერპრესნიუსი” „რესპუბლიკური პარტიის“ პოლიტსაბჭოს წევრს, საქართველოს პარლამენტის არაერთი მოწვევის ყოფილ დეპუტატს, სსრკ-ს პერიოდში დისიდენტსა და პოლიტპატიმარს, დავით ბერძენიშვილს ესაუბრა.

- ბატონო დავით, 100 წლის წინანდელ ამბებზე, რაც საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებას უკავშირდება, საკმაოდ ბევრი, ისტორიულად დადასტურებული ფაქტი და მოვლენაა ცნობილი.

მიუხედავად ამისა, ამ თემაზე თქვენთან საუბარის დაწყებას ამგვარი კითხვით შემოგთავაზებთ - თქვენი აზრით, რა ისტორიულმა გარემოებებმა, ობიექტურმა და სუბიექტურმა ფაქტორებმა გახადეს შესაძლებელი 1918 წლის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება?

- ილია ჭავჭავაძემ რომ თქვა - “ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნესო“, იმის მერე ნახევარ საუკუნეზე მეტი დრო და თაობების გაზრდა დასჭირდათ თერგდალეულებს, რომ პოლიტიკური ფორმა მიეცათ ამ იდეისთვის.

ოქტომბრის გადატრიალების შემდეგ 1917 წლის ნოემბერში ჩამოყალიბებულ ეროვნულ საბჭოშიც ყველა პარტია დათანხმდა მენშევიკების სალიდერო პოზიციებს - ნოე ჟორდანია ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე გახდა. მე ასე ვიტყოდი - “ეროვნულ-დემოკრატების” მთავარი ამოცანა - საქართველოს დამოუკიდებლობა მათივე თანხმობით ასრულდა მენშევიკების მეშვეობით

თავისუფლებისთვის მებრძოლი ახალგაზრდები XIX-XX საუკუნეთა მიჯნაზე იდეების, ღირებულებების იერარქიაზე კამათობდნენ იმპერიის გუბერნიებსა და ოლქებში გადანაწილებულ საქართველოშიც, რუსეთის იმპერიაშიც და ევროპაშიც. სოციალური თუ ეროვნული თავისუფლება? თუ ორივე ერთად?

ქართველი „სოციალ-დემოკრატები“ დომინირებდნენ სოციალისტებში -„მენშევიკები“ საქართველოში, „ბოლშევიკები“ კი იგივე გზას გაუყვნენ პეტერბურგსა და განსაკუთრებით ხელახლა გადედაქალაქებულ მოსკოვში 1918 წლიდან.

პირველი მსოფლიო ომის დასაწყისში ბუნდესტაგში უდიდესმა ფრაქციამ, გერმანიის სოციალ-დემოკრატიამ ხმა მისცა პარლამენტში სამხედრო ბიუჯეტს, ანუ ომს. გერმანელმა, ფრანგმა, ინგლისელმა და ა.შ. მუშებმა ჩაიცვეს ფარაჯები და გერმანელ ფრანგ, ინგლისელ და ა.შ, სხვა სოციალური ფენების წარმომადგენლებთან ერთად სამკვდრო-სასიცოცხლო, ოთხწლიანი ომი გამართეს სანგრებშიც, ზღვაშიც და ჰაერშიც. გაკოტრდა მარქსისა და ენგელსის “პროლეტარებო, ყველა ქვეყნისა შეერთდით“....

1918 წელს ევროპაში ეროვნულმა იდენტობამ დაამარცხა სოციალური იდენტობის პრიორიტეტულობის სახიფათო ილუზია. 1918 წელი ახალი და უახლესი ისტორიის გასაყარია - ეროვნული სახელმწიფოები, გამარჯვებულებიც და დამარცხებულებიც ევროპაში, შავბნელზე უარესი წითელი, ლენინურ-ტროცკისტული ბოლშევიზმი რუსეთში....ეროვნული იდეის გამარჯვება პოლონეთში, ბალტიაში, ფინეთში... გარემოებათა გამო - სამხრეთ კავკასიაშიც.

ამ მსოფლიო პროცესის ნაწილი იყო საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებაც 1918 წლის 26 მაისს. პოლიტიკური ძალები - “ეროვნულ–დემოკრატები,” ასევე “ფედერალისტებიც”... იმპერიის მოდერნიზაციის მოიმედე, თებერვლის რევოლუციის გმირები და ლიდერები - პეტერბურგიდან, რუსეთის გარეკილი დამფუძნებელი კრებიდან გამოყრილი ქართველი მენშევიკებიც ჩაერთვნენ საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოს დაფუძნებაში.

ამასთანავე, ქართველი “სოციალ-დემოკრატები” უშიშარი, გამოცდილი, ევროპაშიც ცნობილი ძლიერი ფიგურები იყვნენ, მძლავრი და მრავალრიცხოვანი ორგანიზაციები ჰქონდათ საქართველოში. მენშევიკური გვარდია ძლიერი შეიარაღებული ფორმირება იყო, რომელიც რევოლუციური ბრძოლებიდან ნაციონალური ინტერესების დამცველ სამხედრო-პოლიტიკურ მოქმედებებზე გადართეს მათმა პოლიტიკურმა ლიდერებმა.

იმ „ლიბერალი ბურთივით მრგვალი“ ილიას უმთავრესი ღირებულება, ოცნება, ამოცანა - მისი იდეური მოწინააღმდეგის, ნოე ჟორდანიასა და მისი პოპულარული ორგანიზაციის მეშვეობით განხორციელდა. ქართველი „სოციალ-დემოკრატების“ გარეშე შეუძლებელი იყო საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა 117 წლის შემდეგ

2017 წელს მენშევიკებმა დიდი უპირატესობით გაიმარჯვეს ადგილობრივ არჩევნებში - დაამარცხეს „ეროვნულ-დემოკრატებიც,“ „სოციალ-ფედერალისტებიც,“ „სოციალისტ-რევოლუციონერებიც“... თბილისში „დაშნაკებიც.“

ოქტომბრის გადატრიალების შემდეგ 1917 წლის ნოემბერში ჩამოყალიბებულ ეროვნულ საბჭოშიც ყველა პარტია დათანხმდა მენშევიკების სალიდერო პოზიციებს - ნოე ჟორდანია ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე გახდა. მე ასე ვიტყოდი - „ეროვნულ-დემოკრატების“ მთავარი ამოცანა - საქართველოს დამოუკიდებლობა, მათივე თანხმობით ასრულდა მენშევიკების მეშვეობით.

იმ „ლიბერალი ბურთივით მრგვალი“ ილიას უმთავრესი ღირებულება, ოცნება, ამოცანა - მისი იდეური მოწინააღმდეგის, ნოე ჟორდანიას და მისი პოპულარული ორგანიზაციის მეშვეობით განხორციელდა. ქართველი „სოციალ-დემოკრატების“ გარეშე შეუძლებელი იყო საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა 117 წლის შემდეგ.

განსაკუთრებული როლი ითამაშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მხარდაჭერამ. 1917 წლის მარტში მან აღიდგინა ავტოკეფალია და მთელს საქართველოში ეკლესია-მონასტრების უზარმაზარ ქსელს ფლობდა. მეტიც, ეკლესიის დამოუკიდებლობის აღმდგენი სამი პირველი პატრიარქის სამღვდელოება უფრო მოწადინებული იყო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენაში, ვიდრე მაშინდელი პოლიტიკური კლასი.

ეკლესიის დამოუკიდებლობის აღმდგენი სამი პირველი პატრიარქის სამღვდელოება უფრო მოწადინებული იყო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენაში, ვიდრე მაშინდელი პოლიტიკური კლასი... გერმანიის პატრონაჟმა, ზურაბ ავალიშვილის სიტყვებით - „გერმანია გახადა საქართველოს დამოუკიდებლობის ნათლია“

რა თქმა უნდა, ოსმალეთთან ომში სამხედრო კატასტროფამ 1918 წლის დასაწყისში და გერმანიის პატრონაჟმა, ზურაბ ავალიშვილის სიტყვებით - „გერმანია გახადა საქართველოს დამოუკიდებლობის ნათლია“. განაპირობა ამიერკავკასიური სტრუქტურების დაშლა და საქართველოს დამოუკიდებლობის ვარიანტის ერთადერთობა.

- 1921 წლის თებერვალ-მარტში საქართველოში საბჭოთა რუსეთის მე-11 არმიის შემოსვლაზე, ბორჩალოში სომეხი, აფხაზეთსა და ჯავაში საბჭოთა ხელისუფლების მხარდამჭერი აფხაზი და ოსი აჯანყებულების გამოსვლებზე, ასევე კრიტიკულ სიტუაციაში საქართველოს მთავრობის, შეიარაღებული ძალებისა და პარტიების მოქმედება-უმოქმედობაზე და იმაზე, რაც პირველი ქართული დემოკრატიული რესპუბლიკის დამარცხებას უკავშირდება, ასევე საკმაოდ ბევრი რამაა ცნობილი.

საინტერესო იქნებოდა თქვენეული შეფასება იმისა, თუ რა გარემოებებმა, ასევე ობიექტურმა და სუბიექტურმა ფაქტორებმა განაპირობეს საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დამხობა და ქვეყანაში საბჭოთა ხელისუფლების დამყარება?

- სამი წლის განმავლობაში ბევრი შემოტევა მოიგერია საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ. ურთულეს ვითარებაში დაიწყო ხელისუფლებამ ბევრი რეფორმა. უზრუნველყოფილი იყო სიტყვის და პოლიტიკური საქმიანობის ნამდვილი თავისუფლება, რეფორმები წამოიწყო სოფლის მეურნეობაში, განათლების სისტემაში, ეკლესია რეალურად გამოყო სახელმწიფოსგან და სკოლა ეკლესიისგან. აფხაზეთში არჩეულ სახალხო კრებასთან შეათანხმა, რომ აფხაზეთი ავტონომიის სტატუსით იქნებოდა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, ატარებდა დემოკრატიულ არჩევნებს, ამზადებდა სამხარეო და მუნიციპალურ რეფორმას, ქმნიდა დემოკრატიულ კანონმდებლობას, არასათანადო ძალისხმევითა და გამჭრიახობით, მაგრამ მაინც ქმნიდა არმიას, ამზადებდა მომავალ ოფიცრებს და ა.შ.

რა თქმა უნდა, ბევრი რამ შეიძლებოდა სხვანაირად განხორციელებულიყო, მაგრამ პოლიტიკურ ძალთა ბალანსი ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე იყო ამომრჩეველთა ნების ადეკვატური - „სოციალ-დემოკრატების“ უპირობო უპირატესობას ვერავინ აყენებდა ეჭვქვეშ.

ლენინისა და ათათურქის შეთანხმებით 1920 წლის გაზაფხულზე უსისხლოდ გაწითლდა აზერბაიჯანი. მაშინ ბოლშევიკებთან ომში პილსუდსკის არმიამ არა მარტო პოლონეთი დაიცვა ბოლშევიკებისგან, არამედ 10 თვით გადაავადა საქართველოს გაწითლებაც

რამდენჯერმე მოგერიებული საბჭოთა აგრესიის შემდეგ, 1921 წლის დასაწყისისთვის ვითარება სავალალო გახდა - ლენინისა და ათათურქის შეთანხმებით 1920 წლის გაზაფხულზე უსისხლოდ გაწითლდა აზერბაიჯანი. მაშინ ბოლშევიკებთან ომში პოლონელთა სამხედრო წარმატებამ დასავლეთის ფრონტზე, აგრეთვე, საქართველოს წინააღმდეგობამაც შეაფერხა ბოლშევიკების წინსვლა კახეთისკენ. ჩაიფუშა ბოლშევიკური აჯანყების გეგმა საქართველოს რეგიონებშიც. პილსუდსკის არმიამ არა მარტო პოლონეთი დაიცვა ბოლშევიკებისგან, არამედ 10 თვით გადაავადა საქართველოს გაწითლებაც.

7 მაისს რუსეთმა საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა და სანაცვლოდ საელჩო - ფაქტობრივად დივერსიული ცენტრი და კომპარტიის, ანუ დივერსანტების ლეგალურად საქმიანობის შესაძლებლობა მიიღო საქართველოში.

რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ, 1920 წლის შემოდგომა-ზამთარში რუსეთმა და თურქეთმა შეიარაღებული ძალები შეიყვანეს სომხეთში და გაიყვეს ჩვენი მეორე მეზობლის ტერიტორია და ერთმანეთს გაუმეზობლდნენ. წლის ბოლოს საბოლოოდ გატეხეს თეთრგვარდიელთა წინააღმდეგობაც ყირიმში და ტრიუმფით დაასრულეს სამოქალაქო ომი რუსეთში.

ბრიტანეთმა ამ ვითარებაში უარი თქვა აქტიურ კავკასიურ პოლიტიკაზე და გაიყვანა სამხედრო ძალა ბათუმიდან. საქართველო სრულიად მარტო, დაუცველი შეხვდა 1921 წელს. პესიმისტური იყო სოციალისტური ინტერნაციონალის გერმანელი, ბელგიელი, ბრიტანელი ლიდერების პროგნოზებიც. ისინი 1920 წ. შემოდგომაზე ეწვივნენ საქართველოს. „საქართველო მიექანება ბოლშევიზმისკენ“ - ასეთი იყო მათი ვერდიქტი.

კომუნისტებს ნულოვანი მხარდაჭერა ჰქონდათ საქართველოში. 1921 წლის თებერვალ-მარტში იყო ომი არა ბოლშევიკებსა და მენშევიკებს, არამედ რუსეთის თავიდან დაბადებულ, უაღრესად გაძლიერებულ, გავეშებულ იმპერიასა და დამოუკიდებელ, დემოკრატიულ საქართველოს შორის.

მაშინ ვერ მოხერხდა ევროპის ამ კუნძულის შენარჩუნება შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე. 1921 წლის მარტში კუნძული ჩაიძირა. 70 წლის შემდეგ კვლავ გამოჩნდა მისი დახავსებული კონტურები.

1939 წლის სექტემბერში პოლონეთიც გაქრა ევროპის რუკიდან. რუსებმა და გერმანელებმა გაიყვეს. ომის მერე კი რუსეთის ბოლშევიკურმა იმპერიამ შუა ევროპაში, ბალტიის ზღვიდან ხმელთაშუა ზღვამდე რკინის ფარდა ჩამოაფარა, ასე გაგრძელდა მე-20 საუკუნეში რუსეთის მეორე მინგრევამდე, 80-იანი წლების ბოლომდე.

7 მაისს რუსეთმა საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა და სანაცვლოდ საელჩო - ფაქტობრივად, დივერსიული ცენტრი და კომპარტიის, ანუ დივერსანტების ლეგალურად საქმიანობის შესაძლებლობა მიიღო საქართველოში... 1920 წლის შემოდგომა-ზამთარში რუსეთმა და თურქეთმა შეიარაღებული ძალები შეიყვანეს სომხეთში და გაიყვეს ჩვენი მეორე მეზობლის ტერიტორია და ერთმანეთს გაუმეზობლდნენ

არ ღირს მარჩიელობა, იყო თუ არა კიდევ ერთი ბოლშევიკური შემოტევის მოგერიების შესაძლებლობა 1921 წლის დასაწყისში. საქართველომ იბრძოლა მთელი თვე - ზოგან ყოჩაღად, სხვაგან - არც ისე. ბალტიის, პოლონეთის და ფინეთისგან განსხვავებით, სახელმწიფოებრიობის შენარჩუნება გაცილებით რთული იყო... შორს ვართ, „ევროპული კუნძული“ ვართ - ივლიანე ხაინდრავას ტერმინია, ვალდებული ვარ, აღვნიშნო. მით უმეტეს, რომ საქართველოს გაწითლება, რუსეთის სახელმწიფოში დაბრუნება სტალინს, აგრეთვე, საკმაოდ ბევრ ეთნიკურად ქართველ ბოლშევიკებს რუსეთის იმპერიის სათავეში მოსაქცევად სჭირდებოდათ - უცხონი რომ არ ყოფილიყვნენ იმპერიაში.

- საბჭოთა პერიოდში დამოუკიდელი საქართველოს არსებობაზე საუბარი არ იყო მიღებული. უფროსები ამ თემაზე საუბარს თავადაც ერიდებოდნენ და ჩვენც გვარიდებდნენ და შესაბამისად, ბევრი რამ არც ვიცოდით. ამ თემაზე მასალების სიმრავლეცა და სიჭრელეც სსრკ-ში მ. გორბაჩოვის მიერ დაწყებულ „პერესტროკის“ პერიოდში გაჩენას უკავშირდება.

სწორედ იმ პერიოდში წავიკითხე დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობის პირველი თავმჯდომარის ნოე ჟორდანიას წიგნი „ჩემი წარსული“. ახლაც მახსოვს ჩემი გაოცება, როცა ამ წიგნის კითხვისას წავაწყდი ნოე ჟორდანიას მიერ 26 მაისის, ანუ დამოუკიდებლობის გამოცხადების დღის აღწერას, განსაკუთრებით მის მიერ იმ განცდებზე საუბარს, რომელიც მას სახლში გვიან დაბრუნებულს ჰქონია.

მეტიც, როცა წიგნში ნოე ჟორდანიას დაახლოებით ასეთი მოგონებები ამოვიკითხე - „ეს რა ვქენით, დიდ რუსეთს როგორ ჩამოვშორდით“? მახსოვს, ავტომატურად დავუბრუნდი წიგნის ყდას იმ იმედით, რომ როგორც მკითხველს, რაღაც მეშლებოდა და სულ ახლახანს წაკითხული სიტყვები ნ. ჟორდანიას არ ეკუთნოდა.

მას შემდეგ ბევრჯერ მსმენია მტკიცება, რომ საქართველოს მმართველობაში ქართველი მენშევიკების ყოფნამ საქართველოს დამოუკიდებლობის შენარჩუნება შეუძლებელი გახადა.

ახლა, როცა დანამდვილებით ვიცით, რომ სამხრეთ კავკასიაში რუსეთის მოქმედებების მიმართ დასავლეთის წამყვანმა ქვეყნების, მათ შორის ინგლისის დამოკიდებულებაში ცვლილებამ ლენინისა და „წითელი რუსეთის“ მიმართ, ბევრად განსაზღვრა საქართველოს ბედი, თქვენ მაინც ფიქრობთ, რომ მაშინ დემოკრატიული საქართველოს მმართველობაში ქართველი მენშევიკები რომ არ აღმოჩენილიყვნენ, საქართველო შეძლებდა დამოუკიდებლობის შენარჩუნებას?

- ისტორიკოსები ამბობენ, ისტორიას არ უყვარს კავშირებითი კილოო. ვფიქრობ, უფრო არა, ვერ შეძლებდა. წინა კითხვაზე პასუხიდანაც ჩანს, რატომ ვთვლი ასე.

არ ვარ ნოე ჟორდანიას მეხოტბე. საქართველოს სახელმწიფოებრიობა მას დიდხანს არ უნდოდა, არც მიაჩნდა შესაძლებლად. ილიას ერჩოდა, თან არც კვალიფიციურად და არც წესიერად. რუსეთის შემადგენლობაში საქართველოს საოლქო ავტონომიასაც კი არ ემხრობოდა. „სოციალისტ-ფედერალისტმა“ ვარლამ გელოვანმა გააჟღერა ეს იდეა რუსეთის დუმაში 1912 წ. დეკემბერში. კულტურული ავტონომია, ანუ ეროვნული უმცირესობის უფლებების დაცვა საკმარისიაო.

მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ საქართველოს დამოუკიდებლობის შესაძლებლობას აღარ გამორიცხავდა, კონსულტაციებსაც აწარმოებდა „ნაციონალისტებთან“, თუმცა, ეს მაინც არ იყო მისი პოლიტიკური დღის წესრიგის მთავარი საკითხი.

ბრიტანეთმა ამ ვითარებაში უარი თქვა აქტიურ კავკასიურ პოლიტიკაზე და გაიყვანა სამხედრო ძალა ბათუმიდან. საქართველო სრულიად მარტო, დაუცველი შეხვდა 1921 წელს

რუსულ პოლიტიკურ ელიტაში, პეტერბურგის, მოსკოვის, მთლიანად რუსეთის მასშტაბითაც მე-20 საუკუნის ათიან წლებში მას ბევრად უსწრებდნენ პოპულარობით კარლო ჩხეიძე, მე-4 დუმაში რუსეთის მენშევიკების ფრაქციის ლიდერი, სხვადასხვა მოწვევის დუმის ვარსკვლავები - ირაკლი წერეთელი, ევგენი გეგეჭკორი, აკაკი ჩხენკელი. ჟორდანია იყო 1906 წლის არჩეულ პირველ დუმაში, რომელიც მალე, ერთ თვეში გარეკეს. რსდმპ-ს ყრილობებზეც ერთ-ერთი წამყვანი დელეგატი, ცკ-ს წევრიც იყო. მაგრამ და იმის მიუხედავად, რომ კარლო ჩხეიძე და ირაკლი წერეთელი 1917 წლის თებერვლიდან ოქტომბრამდე რუსული დემოკრატიის მამები იყვნენ, დროებით მთავრობას კერენსკი-წერეთლის მთავრობას ეძახდნენ, ხოლო ხელისუფლების მეორე ცენტრის - მუშათა და ჯარისკაცთა საბჭოების თავმჯდომარე კარლო ჩხეიძე იყო.

ამერიკელი ისტორიკოსი რიჩარდ პაიპსი წერს, - 1917 წ. რუსეთის პრეზიდენტობის უალტერნატივო კანდიდატი ჩხეიძე იქნებოდაო, აკაკი ჩხენკელი და ევგენი გეგეჭკორი ამიერკავკასიური სახელისუფლებო სტრუქტურების ხელმძღვანელები გახდნენ...

ამ ყველაფრის მიუხედავად, ჟორდანია საქართველოში საქმიანობას ამჯობინებდა და მას ვერავინ შეეცილებოდა მენშევიკების, აგრეთვე, მთელი ქართული პოლიტიკური სპექტრის ლიდერობას. სწორედ ის აირჩიეს თებერვლის რევოლუციის შემდეგ უზარმაზარი გავლენის მქონე მუშათა და ჯარისკაცთა საბჭოს თავმჯდომარედ, დროებითი მთავრობის წარმომადგენელიც ამერკავკასიაში მისი თანაპარტიელი აკაკი ჩხენკელი იყო.

რუსეთში ოქტომბრის გადატრიალების შემდეგ კი ჟორდანია ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე გახდა 1917 წლის ნოემბერში. მან წაიკითხა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი 1918 წლის 26 მაისს, საქართველოს ხელისუფლების გასაძლიერებლად სწორედ მან გადაიბარა ნოე რამიშვილისგან მთავრობის მეთაურობა ივნისში... შევარდნაძისთვისაც ჩრდილოეთიდან ამოდიოდა მზე, რუსეთისგან საქართველოს ჩამოცილების შემდეგ კი მოაშურა პატარა სამშობლოს სამართავად..

- მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს თითქმის 30 წელია გამოცხადებული აქვს დამოუკიდებლობა, საზოგადოების საკმაოდ დიდ ნაწილში აშკარად შეიმჩნევა სსრკ-ს პერიოდის მიმართ ნოსტალგიური დამოკიდებულება.

ამის მიზეზები ზედაპირზე დევს - დამოუკიდებელი საქართველოს ვერც ერთმა ხელისუფლებამ უამრავ სფეროში ვერ მოახრხა იმაზე უკეთესი გარემო პირობების შექმნა, რაც სსრკ-ს დროს რიგით მოქალაქეებს ბევრ სფეროებში ჰქონდათ. ეს არ ეხება მხოლოდ სსრკ-ს დროს სოციალური თვალსაზრისით მოქალაქეების მეტად დაცულობას.

თქვენი შეფასებით, რა უდავო მიღწევებით და რა პრობლემებით ხვდება ქართული სახელმწიფო და საზოგადოება 100 წლის წინ ქვეყნის მიერ დეკლარირებულ დამოუკიდებლობას და 1991 წელს აღდგენილ დამოუკიდებლობის დღეს, რომელსაც 27 წელი შეუსრულდა?

- ბალტიაში ადამიანები უკეთ ცხოვრობენ, ვიდრე ცხოვრობდნენ საბჭოთა დროს. ჩვენთან-პირიქით. ისინი ნატოშიც შევიდნენ და უფრო დაცულებიც არიან...სსრკ-დან გაღწევისას უამრავი პრობლემა ჰქონდათ. ინტერფრონტები ლატვიასა და ესტონეთში, მოსახლეობის თითქმის ნახევარი მეორე მსოფლიო ომის მერე ჩასახლებული აგრესიული რუსები და ა.შ...

არ ვარ ნოე ჟორდანიას მეხოტბე. საქართველოს სახელმწიფოებრიობა მას დიდხანს არ უნდოდა, არც მიაჩნდა შესაძლებლად. ილიას ერჩოდა, თან არც კვალიფიციურად და არც წესიერად

ჩვენ ცუდად ვიქცეოდით 90-იან წლებში - გავფლანგეთ ენერგია, ვხოცეთ ერთმანეთი... ჩამოვეკიდეთ ბელადებს, ამ საუკუნეშიც... საქართველოს მთელი ქონება საბჭოთა ნომენკლატურას და „ცეხავიკებს“ გავატანეთ... ბევრი პოლიტიკოსი, მცოდნეც და უცოდინარიც, ბელადების ამალაში გადანაწილდა...მორალზე უარი თქვა. აღარ გავაგრძელებ - საბჭოურობა არ დავგმეთ, საკუთარი ნიუნბერგი არ მოვიწყვეთ.... მედროვეობა არის უმრავლესობის ცხოვრების ნორმა....კიდევ კარგად ვართ გადარჩენილები. აღარ გავაგრძელებ - მაინც მოგვიწევს იმის გააზრება, რომ ჯალათიც ჩვენა ვართ და მსხვერპლიც და გვაქვს პერსპექტივა. მთავარი იმედი -პროგრესზე ორიენტირებული თანამედროვე, განათლებული, ევროპული ღირებულებების ახალგაზრდებია.

- გასაგებია, რომ დღევანდელი დამოუკიდებელი საქართველო მართლაც უამრავი გარე და შიდა გამოწვევების წინაშე დგას. შიდა პრობლემებს ჩვენ კიდევ დავუბრუნდებით.

რაც შეეხება გარე პრობლემებს. საკმაოდ ბევრი მსგავსებაა საერთაშორისო ურთიერთობებში გასული საუკუნის 20-იან წლებში არსებულ მდგომარეობასა და დღისათვის არსებულ ვითარებებს შორის.

საერთაშორისო ასპარეზზე არსებული ვითარებების თვალსაზრისით, თქვენი დაკვირვებით რა მსგავსება და რა განსხვავებაა 100 წლის წინ და სადღეისოდ არსებულ რეალიებს შორის?

- 90-იან წლებში რუსეთის არათანმიმდევრული ხელისუფალი ელცინი და მისი მოიმედე უმცირესობა მთელი ათწლეული ცდილობდა არაიმპერიული მოდელი მოეძებნა რუსეთის ფუნქციონირებისთვის. 1917 წელს ათი თვე, საუკუნის ბოლოს კი მთელი ათწლეულიც კი უძალიანდებოდა განახლების, მოდერნიზაციის მოსურნე ხალხი ამ ქვეყნის სუბსტანციურ მდგომარეობას - იმპერიულობას.

მოგვიწევს იმის გააზრება, რომ ჯალათიც ჩვენა ვართ და მსხვერპლიც და გვაქვს პერსპექტივა. მთავარი იმედი - პროგრესზე ორიენტირებული თანამედროვე, განათლებული, ევროპული ღირებულებების ახალგაზრდებია

კორუფციაში ჩაფლული მედასავლეთეების პროექტი - ახალი, არააგრესიული, დასავლეთის პარტნიორი რუსეთი ისევე არ გამოვიდა, როგორც მეორე დიდი მეზობლის - თურქეთის გადასავლურება დემირელის და მისი მემკვიდრეების მცდელობის მიუხედავად. წესიერების დეფიციტი იქაც დიდი აღმოჩნდა. ეს კი რევანშისტულ, მოქალაქეების თავისუფლების დამთრგუნველ, იმპერიულ ძალებს აძლიერებს.

ამასთანავე, სხვაობა თითქმის 100 წლის წინანდელ ვითარებასთან მაინც თვალსაჩინოა - მთელს მსოფლიოშიც და უშუალო სამეზობლოშიც ტოტალიტარიზმის ჩეკისტურმა ვერსიამ ათი წლის დანაკარგი ვერ აინაზაურა - ბერლინის გამყოფი კედელიც მიანგრია თავისუფლებამ, რკინის ფარდაც აკეცა, თითქმის მთელს ევროპას ნატოს ქოლგა გადააფარა... ევროპისკენ მომზირალი უკრაინაც გაჩნდა და ევროპული კუნძული საქართველოც ვეღარ ჩაიძირება.

და ეს სხვაობა არსებითია. მაშინ დასავლეთმა ბრიტანეთის ლიდერობით რუსეთის სამეზობლოში ამდენი ვერ შეძლო, სხვა უზარმაზარი სივრცეები იყო მისახედი. ამერიკის ლიდერობით დღევანდელი შედეგი კი გაცილებით უკეთესია. ბევრმა ქვეყანამ უვნებლად გააღწია რუსულ სივრცეს და თავი ნატოს შეაფარა უკვე კაი ხანია. ზოგის დაჭრა-დასახიჩრება კი შეძლო რუსეთმა, მაგრამ ქვეყნები გადარჩნენ...

არასრული სამი წელი იყო დამოუკიდებელი საქართველო მაშინ, სამი ათეული წელი ხდება მალე, ახლა. სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპა ვართ უკვე, მყარადაც ვართ -ბალკანეთთან და უკრაინასთან ერთად... იმედით ვაკვირდებით მეზობლებსაც.

- თქვენ გაიხსენეთ გასული საუკუნის 20-იან წლებზე ზურაბ ავალიშვილის მოსაზრება „მენშევიკებმა საოპერაციოდ გამზადებული დაუძლურებული საქართველო დაახვედრეს ბოლშევიკებს. იმათ კი, როგორც გამოცდილ ქირურქებს, არ გაჭირვებიათ სათანადო ოპერაციის ჩატარება.“

დღევანდელი საქართველოს მთელ მმართველ გუნდზე არ ითქმის, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ახლა გარეთ 21-ე საუკუნეა, რჩება შთაბეჭდილება დღევანდელი საქართველოს პრობლემა ბევრწილად სწორედ იმას უკავშირდება, რომ ისევე როგორც საზოგადოებაში, ასევე ქართულ პოლიტიკურ კლასში, მათ შორის მმართველ გუნდში, რეალურად არსებობენ გასული საუკუნის „ქართველი მენშევიკების“ იდეური შთამომავლები.

საინტერესოა ამ თემაზე თქვენ რა აზრის ხართ? გამიხარდება თუ მე ვცდები და ვითარების ჩემეული აღქმა რეალობას აშკარად აცდენილია...

სხვაობა თითქმის 100 წლის წინანდელ ვითარებასთან მაინც თვალსაჩინოა - მთელს მსოფლიოშიც და უშუალო სამეზობლოშიც ტოტალიტარიზმის ჩეკისტურმა ვერსიამ ათი წლის დანაკარგი ვერ აინაზღაურა... თითქმის მთელს ევროპას ნატოს ქოლგა აქვს გადაფარებული ... ევროპისკენ მომზირალი უკრაინაც გაჩნდა და ევროპული კუნძული საქართველოც ვეღარ ჩაიძირება

- 100 წლის წინ გამოცხადებული და 3 წლის განმავლობაში შენარჩუნებული სახელმწიფოებრიობა, რომელმაც დიდი ევროპული ქვეყნების დე-იურე აღიარებამდე მიაღწია 1921 წლის იანვარში, ოკუპაციამდე ერთი თვით ადრე, იყო მთავარი საფუძველი იმისა, რომ რუსეთის ხელახლა შექმნილ ბოლშევიკურ იმპერიაში საქართველო მოკავშირე რესპუბლიკის, ფორმალურად სახელმწიფოს სტატუსით აღმოჩდა და არა ავტონომიით ან გუბერნიით.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლებამ არ დაუტოვა მოჩვენებითი ლეგიტიმაციაც კი ბოლშევიკებს, რასაც ძალიან ცდილობდა ლენინი ჟორდანიასთან შუამავლების მიგზავნით. „სოციალ-დემოკრატიული“ ხელისუფლება უკვე ქართული სახელმწიფოებრივი იდეით იყო გამსჭვალული, კონსტიტუციის მიღებაც მოასწრო დამფუძნებელმა კრებამ კონსენსუსით და ლეგიტიმაცია იურიდიულად დაუტოვა მომავალ თაობებს საქართველოში. მადლობა მათ... ბალტიელ ხელისუფალთ გაუჭირდათ ასე მოქცევა მათი ოკუპაციის დროს 1940 წელს.

1990 წლის ივნისში და 1991 წლის ნოემბერში პარიზსა და ლევილში მმასპინძლობდნენ ვიქტორ ხომერიკი, მამია ბერიშვილი, ციციშვილები და სხვა ასაკოვანი ემიგრანტები, დემოკრატიული რესპუბლიკის მესვეურთა მემკვიდრენი... დამოუკიდებლობის მოლოდინიც განსაკუთრებული იყო მათთვის და აღდგენილი დამოუკიდებლობის აქტი, მით უმეტეს. მათი ცხოვრების მთავარი მიზანიც და ოცნებაც ეგ იყო.

1991 წ. 31 მარტს საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტურმა უმრავლესობამ სწორედ 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე დამოუკიდებლობის აღდგენას დაუჭირა მხარი. ამიტომაც არ მივიჩნევთ თავს საბჭოთა კავშირის დაშლის პროდუქტად, სწორედ იმ გადარჩენილი ლეგიტიმაციის წყალობით წერია კონსტიტუციაში, რომ ამ აქტის საფუძველზე ვაცხადებთ მოქალაქენი დამოუკიდებლობის აღდგენას.

კი ვარ კრიტიკული დემოკრატიული რესპუბლიკის ქართველი „სოციალ-დემოკრატი“ ლიდერების რუსული მენშევიკობის პერიოდის მიმართ, ვეთანხმები ზურაბ ავალიშვილს... ამასთანავე, ისინი ბოლშევიკებისგან განსხვავებით არ ყოფილან უზურპატორები, იგებდნენ ყველა დონის თითქმის ყველა არჩევნებს 1906 წლიდან მოყოლებული. სოფლადაც იგებდნენ და ქალაქადაც. აკაკი ჩხენკელი პატრიოტული ტექსტებითაც გამოდიოდა დუმაში. უკეთესი ორგანიზატორებიც იყვნენ, ვიდრე სხვები.

მაშინ დასავლეთმა ბრიტანეთის ლიდერობით რუსეთის სამეზობლოში ამდენი ვერ შეძლო, სხვა უზარმაზარი სივრცეები იყო მისახედი. ამერიკის ლიდერობით დღევანდელი შედეგი კი გაცილებით უკეთესია. ბევრმა ქვეყანამ უვნებლად გააღწია რუსულ სივრცეს და თავი ნატოს შეაფარა უკვე კაი ხანია

მაგალითისთვის: 1919 წლის თებერვალში დამფუძნებელი კრების არჩევნებში მონაწილეობდა საარჩევნო სუბიექტი - უპარტიოთა საარჩევნო სია N11. სიის სათავეში იყვნენ ზურაბ ავალიშვილი და ივანე ჯავახიშვილი... მათ მოჰყვებოდა სიაში ქართული ინტელექტუალური ელიტის ბევრი წარმომადგენელი... თბილისშიც კი შედეგი იყო ნული... პირდაპირი მნიშვნელობით ნული!

გავრისკავ და ვიტყვი, რომ არ იყვნენ ქართველი „სოციალ-დემოკრატები“ ამომრჩევლებზე უარესები...

არც ერთი პოსტსაბჭოთა ხელისუფლება არ ყოფილა მათზე უკეთესი, ამაში დარწმუნებული ვარ.

არც ჟორდანია იყო პილსუდსკი და არც გამსახურდია იყო ჰაველი. ჟორდანიამ სახელმწიფოებრიობის საჭიროება 50 წლის ასაკში დაინახა, როცა სახელმწიფოს ხელისუფალი გახდა.

გამსახურდიას აფხაზების და ეროვნული უმცირესობების კი არა, მისი ოპონენტი ეთნიკური ქართველების ატანა არ ჰქონდა, ადამიანის უფლებები მისთვის ტვირთი იყო... ამასთანავე, ორივეს ჰქონდა ათეული წლების გამოცდილება იმპერიულ რეჟიმთან დაპირისპირების... გამსახურდიაც იმავე ასაკში გახელისუფლდა ფაქტობრივად.

არც ჟორდანიას და არც გამსახურდიას მეხოტბე არ ვარ, მაგრამ ობიექტური სიმართლე განწყობებზე მეტია - ამ ორმა ადამიანმა გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობა საუკუნის დამდეგს და მიწურულს. ორივე ქართველების უკონკურენტო რჩეული იყო 1918-შიც და 1991-შიც.

არ ჯობია ქართული პოლიტიკური კლასი ქართველ ამომრჩეველს. არც დღეს. და არც ერთი მმართველი არ სჯობია მაშინდელ მმართველს. მეტიც, 1918-1921 წწ. ქართული პოლიტიკური კლასი იყო წესიერი ადამიანების კრებული, არაკორუმპირებულები.....

ჩემი შეფასებით, მაშინდელი ოპოზიციაც და ხელისუფლებაც მიუღწეველი ორიენტირია ახლანდელი ოპოზიციისა და ხელისუფლებისთვის. ახლანდელი ანტიევროპელები ვერ ქაჩავენ ვერც მენშევიკობას, და ვერც ახლანდელი მღვდელმთავრებია იმდროინდელთა ტოლი.

რუსების დესანტი არ იყო მაშინდელ პარლამენტში, პოლიტიკაშიც, იმ წლებში ბოლშევიკები საქართველოში იყვნენ განულებულები. დღეს კი არიან, სამწუხაროდ. წინა ათწლეულებშიც იყვნენ. არავითარი ნიშანწყალი ქსენოფობიის არ ყოფილა მაშინ, 100 წლის წინ არც პოლიტიკურ ძალებში და არც მოსახლეობაში... ახლა იქაცაა და იქაც...ასე რომ, ყველაფერში არაა წინსვლა.

100 წლის წინ გამოცხადებული და 3 წლის განმავლობაში შენარჩუნებული სახელმწიფოებრიობა, რომელმაც დიდი ევროპული ქვეყნების დე-იურე აღიარებამდე მიაღწია 1921 წლის იანვარში, ოკუპაციამდე ერთი თვით ადრე, იყო მთავარი საფუძველი იმისა, რომ რუსეთის ხელახლა შექმნილ ბოლშევიკურ იმპერიაში საქართველო მოკავშირე რესპუბლიკის, ფორმალურად სახელმწიფოს სტატუსით აღმოჩდა და არა ავტონომიის ან გუბერნიის

საგარეო მხარდაჭერა მაშინ დაგვაკლდა - ძალიან გვაქეს და ... ვერ მიგვიღეს „ერთა ლიგაში“ 1920 წლის ბოლოს... ვერ დაგიცავთო, ამ ბოლო ათეულ წლებში კი, მგონი, იმაზე მეტს გვეხმარებიან, ვიდრე გვეკუთვნის...

- საქართველოს პირველი რესპუბლიკის არსებობის ისტორიაზე ახლა საკმაოდ ბევრი რამაა ცნობილი. ვგულისხმობ იმ დროისათვის არსებულ პარტიებს, პიროვნებებს, არაერთ საკვანძო საკითხებში ამა თუ იმ პარტიისა თუ პიროვნებების პოზიციებს.

საბჭოთა პერიოდში ეროვნული მოძრაობის პერიოდზეც ახლა საკმაოდ ბევრი რამ ვიცით. თქვენ და თქვენი „რესპუბლიკური პარტია“ ამ პროცესებში აქტიურად იყავით ჩართული.

და თუ მაინც პარალელების გავლებას შევეცდებით, თქვენ და „რესპუბლიკური პარტია“, სავარაუდოდ, რომელ პოლიტიკურ ჯგუფს უფრო ჰგავხართ, რომელიც დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე და მას შემდეგაც საქმიანობდა 100 წლის წინ და უფრო ადრიდანაც?

- მაშინდელი „ეროვნულ-დემოკრატები,“ მათი ლიდერი სპირიდონ კედიაა ჩემი ფავორიტი... საერთოდ, „რესპუბლიკელების“ პოლიტიკურ წინაპრებად სწორედ ნიკო ნიკოლაძის, ექვთიმე თაყაიშვილის, სპირიდონ კედიას არცთუ მრავალრიცხოვანი ოპოზიციური პარტია და ფრაქცია მიმაჩნია, მათი მიდგომები ჩვენთვის უფრო ახლობელია. უმრავლესობაში კი „სოცდეკები“ იყვნენ. მაშინ ბათუმის - ქალაქის და ოლქის საკითხი უმნიშვნელოვანესი იყო. იქაც მემედ აბაშიძეს - არარეფორმატორ ავტონომისტს ეყრდნობოდა ჟორდანიას მთავრობა... ყველაზე გავლენიანი იყო თბილისზე ორიენტირებულ ადგილობრივ ელიტაში და იმიტომ.

ბათუმელი “რესპუბლიკელები” კი თავს ხასან ლორთქიფანიძის, ჰაიდარ აბაშიძის პოლიტიკურ მემკვიდრეებად მივიჩნევდით. უკომპლექსო, თანამედროვე, ევროპული განათლების მქონე, თავისუფალი ადამიანები იყვნენ. გვაროვნულ პრივილეგიებს არ ითხოვდნენ, რეფორმები უნდოდათ, მიწის რეფორმაც, არჩევითი თვითმმართველობები, როგორც ყველგან სხვაგან საქართველოში… არ გვსურს ავტონომიური ბარიერები დანარჩენ საქართველოსთანო, მოკლედ, იყვნენ მომავლის პარტია და შესაბამისად, უმცირესობაში.

ამასთანავე, სწორედ პოლიტიკური უმცირესობის მომზადებული იყო დამოუკიდებლობა, რომელიც ჩაიბარა უმრავლესობამ. პოლიტიკური უმცირესობის იდეებია დღემდე აქტუალური და სამაყო ბათუმშიც და არა მაშინდელი გავლენიანი პროთბილისური ფეოდალის.

არც ჟორდანიას და არც გამსახურდიას მეხოტბე არ ვარ, მაგრამ ობიექტური სიმართლე განწყობებზე მეტია - ამ ორმა ადამიანმა გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობა საუკუნის დამდეგს და მიწურულს. ორივე ქართველების უკონკურენტო რჩეული იყო 1918-შიც და 1991-შიც

40 წელი გავიდა “რესპუბლიკური პარტიის” დაარსებიდან. „ვიყვეთ არავისი და ვმსახურებდეთ არავის, თვინიერ დამბადებლისა“ - ამ ეპიგრაფით იხსება 1979 წელს გამოცემული პარტიის არალეგალური ორგანოს, ჟურნალ „სამრეკლოს“ ორივე ნომერი...

ჩვენც, ძველი „ეროვნულ-დემოკრატების“ დარად, ჩვენი მოკრძალებული შესაძლებლობების ფარგლებში, ვამზადებდით საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას. როგორც მათი წარმომადგენლების ხელმოწერაა მეჩხრად იმ დამოუკიდებლობის აქტზე, მაგრამ არის(!), ისეა ჩემი ხელმოწერა ამ აქტზე... კადნიერებაში ნუ ჩამითვლით, ცხადად მახსოვს, რომ ხელმოწერისას ისინიც მახსოვდა და გულაგის ქართველი ბინადარნიც. ჩემთვის, უპრეტენზიოდ, მხოლოდ საკუთარი განცდით, ფორმალური უფლებამოსილების გარეშე - მათი სახელითაც ვაწერდი ხელს... წვრილად, ნელა, კაი ხანს... გვარიც ხო კაი გრძელია...

მაშინდელი ოპოზიციაც და ხელისუფლებაც მიუღწეველი ორიენტირია ახლანდელი ოპოზიციისა და ხელისუფლებისთვის. ახლანდელი ანტიევროპელები ვერ ქაჩავენ ვერც მენშევიკობას, და ვერც ახლანდელი მღვდელმთავრებია იმდროინდელთა ტოლი

- იმ პერიოდის რომელ პოლიტიკურ ფიგურებს ჰგვანან ძმები ლევან და დავით ბერძენიშვილები?

- „ეროვნულ-დემოკრატიული“ ფრაქციის ნებისმიერ არაჭარმაგ წევრთან მსგავსებას ვისურვებდი. ჭარმაგებს არ ვეტოლებით - ნიკო ნიკოლაძე და ექვთიმე თაყაიშვილი იყვნენ. შესაძლოა, ვინმემ რეზო გაბაშვილს შემადაროს, ბუნტარ რადიკალს.

„ფედერალისტების“ ლიდერები - არჩილ ჯორჯაძე, კიტა აბაშიძე, ვარლამ გელოვანი ვერ მოესწრნენ საქართველოს დამოუკიდებლობას - მათი, წვლილიც ძალიან მნიშვნელოვანია ეროვნული ცნობიერების გაღრმავებასა და პოლიტიკური პროექტების შექმნაში მე-20 საუკუნის დასაწყისში სახელმწიფოებრიობისკენ სავალ გზაზე.

სხვათა შორის, ცოტამ თუ იცის, რომ 1918 წლის 26 მაისს დამოუკიდებლობის აქტს ორ რიგად მოაწერეს ხელი - პირველ რიგს „ფედერალისტი“ შალვა ალექსი-მესხიშვილი იწყებს, მეორეს - „სოცდეკი“ ნოე ჟორდანია. ტირაჟირებული და უფრო ცნობილია 1919 წლის თებერვალში არჩეული, ლეგიტიმური დამფუძნებელი კრების წევრთა მიერ დადასტურებული ხელმოწერები ამავე აქტზე.

„ეროვნულ-დემოკრატიული“ ფრაქციის ნებისმიერ არაჭარმაგ წევრთან მსგავსებას ვისურვებდი. ჭარმაგებს არ ვეტოლებით... შესაძლოა, ვინმემ რეზო გაბაშვილს შემადაროს, ბუნტარ რადიკალს

- ბოლო წლებში თქვენ საჯარო სივრცეში იშვიათად ჩნდებით, რის გამოც აშკარად აკლიხართ ქართულ სააზროვნო პოლიტიკურ სივრცეს.

ახლა როცა ქართული საზოგადოება ქვეყნის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლის იუბილეს აღნიშნავს, რის თქმას ისურვებდა დავით ბერძენიშვილი ჩვენი საზოგადოების გასაგონად?

- გამააქტიურებს ბიძინა ივანიშვილის ოფიციალური ხელისუფლების ეს საბჭოთა ლეგალიზება, ვატყობ. არ მიჭირდა მასთან ოპონირება არც ადრე და ახლა მით უმეტეს, შემაფერხებელი გარემოებებიც აღარაა. გავთავისუფლდი.

84% ჰქონდა პარლამენტში ჟორდანიას, ნახევარზე მეტი დეპუტატის სახელი და გვარი ახლა კი არა, მაშინ არ იცოდნენ. 1990-დან მოყოლებული ყველა ხელისუფალს ჰქონდა მყარი უმრავლესობა... მე ვიტყოდი, ჭარბი მანდატები. რა მერე ... მოექცნენ ამ სიჭარბის ნანგრევებში.

ვაპირებ, მრავალპარტიულობის დამკვიდრებას შევუწყო ხელი. თუმცა ერთი კი აშკარაა - „რესპუბლიკური“ პარტია, უჭირს თუ ულხინს, განახლების ავანგარდშია... ძმები ბერძენიშვილები ვართ პარტიაში, როგორც გამოცდილი მრჩევლები, ხანდახან შემტევებიც საჯარო სივრცეში. მე ყოჩად არ შემითავაზებია საკუთარი თავი ახალგაზრდებისათვის, მომყევითო, არ შემომიძახებია. 2005 წელს დავამთავრე პარტიის თავმჯდომარეობა. ახლანდელზე უფრო მძიმე მდგომარეობიდან გამოვძვერით (2000-2004 წწ.), კვლავ გავხდით ერთ-ერთი წამყვანი ოპოზიციური პარტია და მოვრჩი უფროსობას.

„რესპუბლიკური პარტია“ ასეთია. განახლება იდეებით, თემებით, თაობით, მმართველებით... ესაა ჩვენი სტილი. კიდე, ვერ ვიტანთ პატრონობის და ყმობის მოსურნეს.

ოთხი ღირებულებითი, ელექტორალურად არამიმზიდველი, ბევრს რომ სახიფათოდ მიაჩნია, თემაა ამჟამად აქტუალური საზოგადოებრივ-პოლიტიკურ სივრცეში: სეკულარიზმი, ლგბტ უფლებები, ქალთა უფლებები, ნარკოპოლიტიკა. ყველა თემაში პოლიტიკურ ავანგარდში ვართ... მეტიც, სეკულარიზმსა და თანასწორობის თემებში ლიდერობას არც გვეცილება ვინმე, იმდენად უფრთხიან პოლიტიკური ჯგუფები ამ ტაბუდადებულ თემებს.

2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის საარჩევნო კამპანიისას ჩვენ უარი ვთქვით მოკრძალებულ ელექტორალურ ამოცანებზე, მთლიანად გამოვიყენეთ საარჩევნო სივრცე ღირებულებითი არჩევანის მკაფიოდ გაცხადებისთვის.

ლიბერალიზმი და პატრიოტიზმი ჩვენთვის ისევეა განუყოფელი, როგორც ილია ჭავჭავაძისთვის და მისი მიმდევრებისთვის იყო. ეპოლეტებიანი გრიგოლ ორბელიანი იყო რუსეთუმე ქართველების კუმირი, რუსეთის ხელისუფლების სამსახურში ყოფნა და ბატონყმობის შენარჩუნება მიაჩნდა პატრიოტიზმად.. ანუ, ქვეყნის დამოუკიდებლობის და პიროვნების თავისუფლების წინააღმდეგი იყო... ყმაც იყო და პატრონიც... სწორედ მას მივიჩნევ თანამედროვე ქართველი პრორუსი, ადამიანის თანასწორობის ვერგამგები ადამიანების პოლიტიკურ და სოციალურ წინაპრად, ორიენტირად

ნელ-ნელა მოდის შედეგიც. წლების განმავლობაში ჩვენ მეტს გავცემთ, ვიდრე ვიღებთ და საზოგადოება იგებს ჯამში. პოლიტიკურ სივრცეში ამ რთულ თემებზე დავიწყეთ საუბარი. კონცეფციების, კანონპროექტების მომზადებას მოაქვს შედეგი. ამ შედეგის ადრესატები ყოველთვის არ ვართ „რესპუბლიკელები“... მერე რა...

ლიბერალიზმი და პატრიოტიზმი ჩვენთვის ისევეა განუყოფელი, როგორც ილია ჭავჭავაძისთვის და მისი მიმდევრებისთვის იყო. ეპოლეტებიანი გრიგოლ ორბელიანი იყო რუსეთუმე ქართველების კუმირი, რუსეთის ხელისუფლების სამსახურში ყოფნა და ბატონყმობის შენარჩუნება მიაჩნდა პატრიოტიზმად. ანუ, ქვეყნის დამოუკიდებლობის და პიროვნების თავისუფლების წინააღმდეგი იყო... ყმაც იყო და პატრონიც... სწორედ მას მივიჩნევ თანამედროვე ქართველი პრორუსი, ადამიანის თანასწორობის ვერგამგები ადამიანების პოლიტიკურ და სოციალურ წინაპრად, ორიენტირად.

- ჩვენ კი ვცდილობთ, მივყვეთ ილიას ეკლიან გზას. რთულია, ხან გამოგვდის, ხან კიდე ვერა.

„სოციალ-დემოკრატიის“ ორივე ფრთა დაამარცხა ილიამ მე-20 საუკუნის თავშიც და ბოლოშიც... საკუთარი შეცდომების აღიარება იყო, ფაქტობრივად, 100 წლის წინ მენშევიკი ნოე ჟორდანიას მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება. კომუნისტი შევარდნაძის ნატოს კარზე დაკაკუნებაც, ახლა ევროლიბერალიზებული რომაა საქართველო - ილიას მკვლელი კომუნისტების კუბოს ფიცარში ჩაჭედებული ბოლო ლურსმნებია..

ილიას უმცირესობა გაცილებით ძლიერი და შედეგიანია. პოლიტიკაში ძველი „ეროვნულ-დემოკრატებიც,“ ახალი „რესპუბლიკელებიც“ და ბევრი სხვაც, ვიდრე გრიგოლ ორბელიანის მიმდევარი უმრავლესობა სხვადასხვა წითელ-მიხაკისფერი ნაირსახეობებით რომ გვამუხრუჭებენ დღემდე.

პოლიტიკის მედროვე უმრავლესობისთვის სავარძელია მთავარი. თავისუფლების იდეის, კონცეფციების ავტორი უმცირესობის ამბიცია კი გაცილებით მეტია - რეალობას თვალს უსწორებს და საკუთარი ხედვების ინსტრუმენტად იყენებს სახელისუფლებო სავარძელზე ორიენტირებულებს.

კობა ბენდელიანი

“ინტერპრესნიუსი”

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის