დავით ბაქრაძე - აშშ დგას საქართველოსა და ქართველი ხალხის გვერდით უსაფრთხოების, ჩვენი კეთილდღეობისა და თავისუფლების დასაცავად

აშშ დგას საქართველოსა და ქართველი ხალხის გვერდით უსაფრთხოების, ჩვენი კეთილდღეობის და თავისუფლების დასაცავად, - აღნიშნული განცხადება აშშ-ში საქართველოს ელჩმა დავით ბაქრაძემ, სახელმწიფო დეპარტამენტში გამართული შეხვედრების დასრულების შემდეგ გააკეთა.

ამერიკაში საქართველოს ელჩის თქმით, აღნიშნული ფორმატის შეხვედრები ქვეყნებს შორის ორმხრივ ურთიერთობებში, ახალი გზების განხილვის და ურთიერთობების განვითარების შესაძლებლობაა.

„აშშ დგას საქართველოს და ქართველი ხალხის გვერდით უსაფრთხოების, ჩვენი კეთილდღეობის და თავისუფლების დასაცავად. საქართველო დგას აშშ-ის გვერდით ევროატლანტიკური უსაფრთხოების, ასევე, დემოკრატიული პრინციპების სადარაჯოზე. ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში ქარტია წარმოადგენს იმ ფორმატს, რომელიც გვაძლევს ახალი გზების განხილვის შესაძლებლობას ამ ორმხრივი ურთიერთობების განვითარებისთვის. სწორედ ამას მიეძღვნა ქარტიის სხდომა, რომლის ფარგლებშიც გამოჩნდა, რომ ჩვენ გვაქვს მეტი პოტენციალი თავდაცვისა და უსაფრთხოების თანამშრომლობის გაღრმავებისთვის. გასულ კვირას ინიცირებული საქართველოს თავდაცვითი მზაობის პროგრამის განხორციელების კვალდაკვალ, გვაქვს კიდევ მეტი პოტენციალი ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებისთვის იმ ეკონომიკური პროექტების და კერძო პროექტების განხორციელების კვალდაკვალ, როგორიც არის ანაკლია. მრავალმხრივ ურთიერთობებში ჩვენ ველით იმ პროგრესის დაფიქსირებას ნატო-ს სამიტზე, რაც ერთმნიშვნელოვნად აღინიშნა, რომ საქართველოს გააჩნია. ამასთანავე, რაც შეეხება ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის საკითხებს, ჩვენ ველით აშშ-ის მკაფიო მხარდაჭერას ახალი ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, -განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე