კონსტანტინ ზატულინი - 2021 წლისთვის საქართველოს ნატო-ში შესაძლო გაწევრიანების შესახებ არა ოფიციალურმა თბილისმა, არამედ ალიანსმა უნდა ისაუბროს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას 2021 წლისთვის ნატო-ში გაწევრიანების იმედების შესახებ რუსეთის პარლამენტის დსთ-ს ქვეყნებთან კავშირების კომიტეტის ხელმძღვანელის მოადგილე კონსტანტინ ზატულინი გამოეხმაურა.

მისი განცხადებით, 2021 წლისთვის საქართველოს ნატო-ში შესაძლო გაწევრიანების შესახებ არა ოფიციალურმა თბილისმა, არამედ ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა უნდა ისაუბროს.

„საქართველო უკვე არაერთხელ გაწევრიანებულა ნატო-ში, თუ მისი ხელმძღვანელების განცხადებებს დავუჯერებთ. ჩემი აზრით, ეს განცხადება 2021 წელს გაწევრიანების შესახებ ვირტუალურ ხასიათს ატარებს. პერიოდულად ასეთი ტიპის განცხადებები კეთდებოდა და კიდევ გაკეთდება ამ თემის აქტუალიზაციისთვის, თუმცა რამდენად რეალურია ეს გეგმები, ამაზე უნდა ისაუბროს ნატო-მ და არა საქართველომ“, - განუცხადა ზატულინმა „რია ნოვოსტის“.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა