ანდრეი პარუბი - უკრაინის მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესიის შექმნის საკითხში უკრაინას ილია მეორისა და საქართველოს ეკლესიის მხარდაჭერის იმედი აქვს

უკრაინის მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესიის შექმნის საკითხში უკრაინას უწმინდესი პატრიარქის, ილია მეორისა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მხარდაჭერის იმედი აქვს.

უკრაინის პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფმა უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარემ ანდრეი პარუბიმ განაცხადა.

„ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ პატრიარქი და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მხარს დაუჭერს უკრაინისა და ყველა უკრაინელის სურვილს, უკრაინის მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესიის შექმნასთან დაკავშირებით. იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტისა და პარლამენტის თავმჯდომარის დონეზე ამ იდეას სრული მხარდაჭერა აქვს და ასევე ვიმედოვნებ, რომ ამ იდეას მხარს პატრიარქიც დაუჭერს“, - აღნიშნა ანდრეი პარუბიმ.

რამაზ საყვარელიძე - ქართულ პოლიტიკაში უშინაარსობა უნდა დამთავრდეს, თორემ ერთფეროვნებაში, როცა არც პურია და არც სანახაობა, კიდევ უფრო გაიზრდება პოლიტიკური ნიჰილიზმი
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2019
„სოფლად ცხოვრება, როგორც ტურისტული პროდუქტი” - რა იგეგმება ბათუმში 20-21 სექტემბერს?
გერმანიის ფრეზენიუსის ინსტიტუტის ლაბორატორიის  დასკვნით მარნეულის სასურსათო ქარხნის წარმოების ტრადიციულ წითელ ტყემალში სუდანის ჯგუფის საღებავები არ აღმოჩნდა (R)
„ვისოლმა“ თვითმომსახურების პირველი ავტოგასამართი სადგური გახსნა
"ჩიპოლინო" – ევროპული საბავშვო აქსესუარები "ავერსის" ქსელში
დღეიდან, ლიბერთის ბარათით Apple Pay-ს საშუალებით გადახდისას ლიბერთის მომხმარებელი 5%-იან ქეშბექს მიიღებს
"ბაზისბანკის" შვილობილი კომპანია „ბი ეიჩ ელ ლიზინგი’’ მომხმარებელს ბაზარზე საუკეთესო პირობებს სთავაზობს