ტარიელ კაკაბაძე - ექსპერტმა მეცნიერულ დონეზე ახსნა და დაამტკიცა, რომ მომაკვდინებელი ჭრილობა საერთოდ არ არის მიყენებული იმ დანებით, რომელიც საგამოძიებო ორგანოს აქვს წარმოდგენილი

ექსპერტმა მეცნიერულ დონეზე ახსნა და დაამტკიცა, რომ მომაკვდინებელი ჭრილობა საერთოდ არ არის მიყენებული იმ დანებით, რომელიც საგამოძიებო ორგანოს აქვს წარმოდგენილი, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდებულის ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ექსპერტებმა დაადასტურეს, რომ მომაკვდინებელი ჭრილობა გარდაცვლილთა სხეულზე მიყენებულია არა იმ დანებით, რომელიც გამოძიებას აქვს წარმოდგენილი. "ექსპერტმა კატეგორიულად განაცხადა, რომ დაადგინა დავით სარალიძის სხეულზე რამდენიმე ჭრილობაზე საერთოდ არ არის გამოყენებული დანა. ასევე, დაადგინა ის, რომ დანის ნაცვლად გამოყენებულია სხვა საგნები , რითიც მიყენებულია დავით სარალიძის სხეულზე უმთავრესი დაზიანებები. ესპერტმა თქვა, რომ სხვა საგნებიდან შესაძლოა გამოყენებული იყო მაკრატელი. "ეს არა ერთი, არამედ რამდენიმე საგანია. ამასთან, ექსპერტმა მეცნიერულ დონეზე ახსნა და დაამტკიცა, რომ მომაკვდინებელი ჭრილობა საერთოდ არ არის მიყენებული იმ დანებით, რომელიც საგამოძიებო ორგანოს აქვს წარმოდგენილი. ამით დასტურდება, რომ სხვა ადამიანებმა და რამდენიმე პიროვნებამ მოკლა დავით სარალიძე . თუმცა ბრალდება კვლავ იმ ჩვენებაზეა, რომ მხოლოდ ორმა ადამიანმა და ორმა დანამ მიაყენა მას დაზიანებები. არსებობს სხვადასხვა გარემოება - მოწმე, რომელიც პირდაპირ ადებს ხელს სხვადასხვა პირებს. როგორ შეიძლება ეს არ გაითვალისწინო გამოძიებამ და დაეყრდნო მხოლოდ იმ მოწმეს, რომელმაც რამდენჯერმე შეცვალა ჩვენება და რომელსაც თავად ამხელენ ჩადენილ დანაშაულში და რომლის მიმართაც უამრავი მტკიცებულება არსებობს, რომ მან ჩაიდინა დანაშაული", - განაცხადა ტარიელ კაკაბაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო