ლევან დადუნაშვილის ოჯახის ადვოკატი ექსპერტ მაია ნიკოლეიშვილის ორგანიზაციის მიერ მომზადებულ დასკვნას კატეგორიულად არ ეთანხმება

ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის ოჯახის ადვოკატი ხათუნა მაღლაკელიძე კატეგორიულდ არ ეთანხმება ექსპერტ მაია ნიკოლეიშვილის ორგანიზაციის მიერ მომზადებულ დასკვნას, განსაკუთრებით ლევან დადუნაშვილის ნაწილში და მიიჩნევს, რომ ის ბრალდებულის გამართლებისკენ არის მიმართული.

როგორც ოჯახის ადვოკატის განცხადებაშია ნათქვამი, ამის თქმის უფლებას აძლევს ბევრი ფაქტობრივი გარემოების ერთობლიობა, კერძოდ, ექსპერტმა განაცხადა, რომ არ გამოუკვლევია გვამი, არ შეუსწავლია კანის ნიმუშები (რომელიც შეეძლო გამოეყენებინა), არ ჩაუტარებია სამედიცინო ექსპერტიზა, არ ჩაუტარებია ექსპერიმენტი.

„მიუხედავად ამისა, მაია ნიკოლეიშვილმა გასცა დასკვნა, რომლითაც პირდაპირ გამორიცხა დანის გამოყენება ლევან დადუნაშვილის სასიკვდილო ჭრილობაზე. გარდა ამისა, ყველა პოზიციაზე, რომელსაც აცხადებდა ექსპერტი, განმარტა, რომ ეს იყო მისი ვარაუდი. სამწუხაროა, რომ ბავშვების მკვლელობასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეზე ექსპერტი იღებს პასუხისმგებლობას და გასცემს დასკვნას ვარაუდის დონეზე, რომელიც მიმართულია ბრალდებულის გამართლებისკენ. დასკვნა რომ არაკომპეტენტური და მიკერძოებულია ისიც ადასტურებს, რომ ექსპერტს მხოლოდ იმ დაზიანებებთან აქვს გამორიცხული დანის გამოყენება, რომელიც მიჩნეულია სასიკვდილოდ. ქალბატონი მაია ასევე ურცხვად აცხადებს, რომ დაზარალებულის უფლებამონაცვლისაგან მის მიმართ ადგილი ჰქონდა შეურაცხყოფას და მუქარას. დაზარალებულის უფლებამონაცვლე, ანუ ლევან დადუნაშვილის დედა იმდენად შეაშფოთა ექსპერტის „ჭორაობამ“ პროცესზე, რომ სასწრაფოს გამოძახება დასჭირდა დასახმარებლად. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა, მაია ნიკოლეიშვილთან ერთად ექსპერტიზის ჩამტარებელმა ექსპერტ კრიმინალისტმა კი ქალბატონი მაიასგან განსხვავებული პოზიცია დააფიქსირა პროცესზე და ასევე ვერ დაადასტურა, აქვს თუ არა შესაბამისი სერტიფიკატი, რომელიც უფლებას მისცემდა მონაწილეობა მიეღო ექსპერტიზის ჩატარებაში და გაეცა დასკვნა“, - ნათქვამია ლევან დადუნაშვილის ოჯახის ადვოკატის ხათუნა მაღლაკელიძის განცხადებაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო