აქციის „ნუ მომკლავ“ მონაწილეებმა პროკურატურას მოთხოვნები წაუყენეს

აქციის „ნუ მომკლავ“ მონაწილეებმა პროკურატურას მოთხოვნები წაუყენეს, რომელთა დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში პერმანენტულ და მასშტაბურ აქციებს აანონსებენ.

როგორც „სამართალდამცველთა ლიგის“ წარმომადგენელმა ზვიად კუპრავამ პარლამენტთან გუშინ გამართულ საპროტესტო აქციაზე განაცხადა, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის პირველი და მთავარი მოთხოვნაა დაისაჯოს ყველა დამნაშავე, ვინც მის შვილზე ხელი ასწია, პასუხი აგოს მირზა სუბელიანმა და ყველამ, ვინც მტკიცებულებები გაანადგურა, პასუხი აგონ საქმის გამყალბებელმა პროკურორებმა.

„ჩვენ სრულად გვაქვს გააზრებული, რომ ეს ბრძოლა იქნება ძალიან მძიმე, მაგრამ შევდივართ ამ ბრძოლაში და არც ერთი ნაბიჯით არ დავიხევთ უკან“, - განაცხადა კუპრავამ.

აქციის მონაწილეებმა პროკურატურას დრო საქმეზე განაჩენის გამოცხადებამდე და მაქსიმუმ განაჩენის გამოცხადების დღემდე მისცეს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა