ბათუმში ახალგაზრდა ქალი მცირეწლოვანი შვილის თვალწინ ლიფტში დაჭრეს

ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში 35-წლამდე ასაკის ქალი დაჭრეს. თვითმხილველების ინფორმაციით, ქალი მცირეწლოვან ბავშვთან ერთად იმყოფებოდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სასწრაფო დახმარების სამსახურში განუცხადეს, დაშავებულ ქალს სახისა და სხეულის არეში მრავლობითი ჭრილობა აღენიშნება. იგი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ბათუმის საერთაშორის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში გადაიყვანა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 19.108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს