ამერიკისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერების შეხვედრის შესათანხმებლად ფხენიანში ამერიკული დელეგაცია ჩავიდა

აშშ-ის სამათავრობო დელეგაცია გუშინ ფხენიანში ჩავიდა ქვეყნის ხელისუფლებასთან ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ინის შეხვედრის შესათანხმებლად, რომელიც სინგაპურში 12 ივნისს უნდა გაიმართოს. ამის შესახებ გამოცემა „The Washington Post“ იუწყება.

გამოცემა წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ დელეგაციას აშშ-ის ყოფილი ელჩი სამხრეთ კორეაში სუნ კიმი ხელმძღვანელობს, რომელიც ბირთვული განიარაღების შესახებ ფხენიანთან მოლაპარაკებებს უკვე მართავდა. ის აპირებს შეხვდეს ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა ვიცე მინისტრს ჩხვე სონ ხის, რომელთანაც 2005 წელს მოლაპარაკებებს აწარმოებდა. მოსალოდნელია, რომ შეხვედრები ოთხშაბათამდე გასტანს.

შაბათს დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკა კვლავაც ორიენტირებულია 12 ივნისს, სინგაპურში, ჩრდილოეთ კორეასთან ისტორიაში პირველი სამიტის გასამართად იმის მიუხედავად, რომ რამდენიმე დღის წინ კიმ ჩენ ინს წერილი გაუგზავა და შეატყობინა, რომ ფხენიანის მტრული განცხადებების გამო შეხვედრა არ ჩატარდებოდა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს