გეგმურ-სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, დღეს, გლდანისა და სანზონის მოსახლეობის ნაწილს გაზმომარაგება შეუწყდება

გეგმურ-სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 28 მაისს, გლდანისა და სანზონის მოსახლეობის ნაწილს გაზმომარაგება შეუწყდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“"ყაზტრანსგაზ-თბილისიდან“ აცნობეს, გეგმურ-სარეაბილიტაციო სამუშაოები მოიცავს სადარბაზოებში არსებული გაზის ონკანების რევიზიასა და საჭიროების შემთხვევაში მათ გამოცვლას.

28 მაისს, 10:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება გუდამაყრის ქუჩის №7, №7ა, №7ბ, სანზონის №19ა, №19ბ, №20ა, №20ბ, №21ა, №21ბ, ჩარგლის ქუჩის №48, №50, №61, №63, გლინკას ქუჩის №20-სა და №41-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას.

გაზმომარაგება ასევე შეუწყდება გლდანის II მიკრორაიონის №39, №42, №43, №44, №45, №46, №47, №47ა, აგრეთვე IV მიკრორაიონის №89, №90, №91, №92ა, №92ბ, №93, №94, №95, №96ა, №96ბ, №97, №98, №99, №100 და №101-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას.

გაზმომარაგების ეტაპობრივი აღდგენა დაიწყება დღესვე, 17:00 საათიდან და დასრულდება 18:00 საათზე. შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ბოდიშს უხდის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი“ პასუხისმგებელი არ არის.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს