ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სამედიცინო კორპორაცია “ევექსის” პოლიკლინიკებში აქცია გაიმართება

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სამედიცინო კორპორაცია “ევექსის” პოლიკლინიკებში აქცია გაიმართება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „სამედიცინო კორპორაცია ევექსიდან“ აცნობეს, 28 მაისიდან 9 ივნისის ჩათვლით, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით „სამედიცინო კორპორაცია ევექსის“ პოლიკლინიკების ქსელში 6 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის გაიმართება 50%-იანი ფასდაკლება ნებისმიერი სპეციალისტის კონსულტაციაზე და საჭიროებისამებრ დანიშნულ დიაგნოსტიკურ კვლევებზე. ასევე, აქციის ფარგლებში იმოქმედებს 30%-იანი ფასდაკლება ლაბორატორიულ კვლევებზე.

ბავშვთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ აქციაში მონაწილეობს „სამედიცინო კორპორაცია ევექსის“, თბილისისა და რეგიონების მასშტაბით, ქსელში არსებული 14 პოლიკლინიკა. პაციენტების მისაღებად წარმოებს წინასწარი ჩაწერა ნომერზე: 2 55 05 05.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა