მწერალ დავით მაღრაძის ახალი წიგნის, “ნაფეხურები წყალზე“ პრეზენტაცია დღეს, წინანდალში გაიმართება

მწერალ დავით მაღრაძის ახალი წიგნის, “ნაფეხურები წყალზე“ (“Footprints On Water“) პრეზენტაცია 28 მაისს, წინანდალში გაიმართება, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ დავით მაღრაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, სპეციალურად პრეზენტაციისთვის მემორანდუმის გასაფორმებლად საქართველოს ეწვივნენ უმსხვილესი ამერიკული გამოცემა Rare Bird Books-ის პრეზიდენტი, ტაისონ კორნელი და კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი.

“ერთ-ერთი უმსხვილესი ამერიკული გამომცემლობა, Rare Bird Books-ის პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი ჩამოდიან საქართველოში. წიგნის პრეზენტაცია გაიმართება წინანდალში, რომელიც მიეძღვნება საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილეს. ხელი მოეწერება ასევე მემორანდუმს ჩემსა და გამომცემელს შორის, რომელიც წიგნის პოპულარიზაციას ითვალისწინებს. უკვე შეერთებულ შტატებში დაიწყება პრეზენტაციები, პირველი იქნება ნიუ იორკში და სულ 33 ქალაქში გაიმართება. წიგნის ტირაჟი ძალიან დიდია. წიგნს hქვია “ნაფეხურები წყალზე“ და მასში დაბეჭდილია ორი პოემა - “ჯაკომო პონტი“ და „შენთვის“, ასევე სხვადასხვა ლექსები. რაც შეეხება გამოხმაურებას, იმედი მაქვს, გამოხმაურება ჩემი მოლოდინის შესაფერისი იქნება. იმდენად დეტალურად აქვთ გაწერილი ამ წიგნის ბედი ამერიკელ გამომცემლებს, რომ თითქმის შეიძლება ითქვას, იმედის საფუძველი არსებობს, რომ გამოხმაურება მოლოდინის შესაფერისი იქნება“, - განაცხადა მაღრაძემ.

რამაზ საყვარელიძე - ქართულ პოლიტიკაში უშინაარსობა უნდა დამთავრდეს, თორემ ერთფეროვნებაში, როცა არც პურია და არც სანახაობა, კიდევ უფრო გაიზრდება პოლიტიკური ნიჰილიზმი
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2019
„სოფლად ცხოვრება, როგორც ტურისტული პროდუქტი” - რა იგეგმება ბათუმში 20-21 სექტემბერს?
გერმანიის ფრეზენიუსის ინსტიტუტის ლაბორატორიის  დასკვნით მარნეულის სასურსათო ქარხნის წარმოების ტრადიციულ წითელ ტყემალში სუდანის ჯგუფის საღებავები არ აღმოჩნდა (R)
„ვისოლმა“ თვითმომსახურების პირველი ავტოგასამართი სადგური გახსნა
"ჩიპოლინო" – ევროპული საბავშვო აქსესუარები "ავერსის" ქსელში
დღეიდან, ლიბერთის ბარათით Apple Pay-ს საშუალებით გადახდისას ლიბერთის მომხმარებელი 5%-იან ქეშბექს მიიღებს
"ბაზისბანკის" შვილობილი კომპანია „ბი ეიჩ ელ ლიზინგი’’ მომხმარებელს ბაზარზე საუკეთესო პირობებს სთავაზობს