საქართველოსათვის ევროპის საბჭოს 2016-2019 წლების სამოქმედო გეგმის მუდმივმოქმედი კომიტეტის შეხვედრა გაიმართება

დღეს, საგარეო საქმეთა სამინისტროში, საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2016-2019 წლების სამოქმედო გეგმის მუდმივმოქმედი კომიტეტის შეხვედრა გაიმართება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

მათი ინფრმაციით, აღნიშნული სამოქმედო გეგმა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა, საქართველოს ხელისუფლებასთან კონსულტაციების შედეგად, 2016 წლის მარტში მიიღო.

შეხვედრის მიზანია სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული პროექტების შესრულების შესახებ ინფორმაციის შეჯერება და სამომავლო პროექტების განხილვა. შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართავენ საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, დავით ზალკალიანი და ევროპის საბჭოს პროგრამების გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელი, ვერენა ტეილორი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა