„დოიჩე ველე“ - იტალიაში კოალიციური მთავრობის ფორმირების მცდელობა კრახით დასრულდა

იტალიაში კოალიციური მთავრობის ფორმირების მცდელობა პოპულისტური „მოძრაობა 5 ვარსკვლავისა“ და მემარჯვენე „ლიგის“ შემადგენლობით კრახით დასრულდა, - ამის შესახებ „დოიჩე ველე“ წერს.

სამოქალაქო სამართლის პროფესორმა ჯუზეპე კონტემ, რომელსაც იტალიის პრეზიდენტმა სერჯიო მატარელამ დაავალა მთავრობის ფორმირება, სახელმწიფოს მეთაურის მანდატი დააბრუნა. შესაბამისი განცხადება დღეს პრეზიდენტის კანცელარიის გენერალურმა მდივანმა უგო ძამპამეტიმ გააკეთა.

იტალიური მედია იუწყებოდა, რომ დაბრკოლება გახდა ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრის კანდიდატურა. პარტია „ლიგა“ 81 წლის ეკონომისტს, პაოლო სავონის უჭერდა მხარს, თუმცა პრეზიდენტმა მატარელამ ამ კანდიდატის მხარდაჭერაზე უარი თქვა, რადგან სავონის ევროსკეპტიკოსის იმიჯის აქვს.

„ლიგის“ ფედერალურმა მდივანმა მეტეო სალვინიმ განაცხადა, რომ არ დაუშვებს მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაზე შიდა ძალების მხრიდან ზეგავლენის მცდელობას. მისი თქმით, თუ დარწმუნებული იქნება, რომ დაუბრკოლებლად შეძლებს მოქმედებას, გააგრძელებს მუშაობას. წინააღმდეგ შემთხვევაში იტალიას ვადამდელი არჩევნების საფრთხე ემუქრება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა