პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის ოჯახს შეხვედრას სთავაზობს

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი მზად არის ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის ოჯახს შეხვდეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო კილაძემ განუცხადა.

კილაძე ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით პროკურატურის წარმომადგენლების მონაწილეობით შეხვედრასაც არ გამორიცხავს.

“ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ გამოძიების ობიექტური ინტერესებიდან გამომდინარე, პროკურატურა საქმეს იმგვარად წაიყვანს, რომ ოჯახს კითხვის ნიშნები არ დარჩეს. კომიტეტი მზად არის შეხვდეს ოჯახს, პირადად დაღუპულის მამას. მზად ვართ განვიხილოთ ყველა ის საკითხი, რაც მის დღის წესრიგშია და მისთვის არის მნიშვნელოვანი, მათ შორის განვიხილოთ პროკურატურასთან ერთად. იმედი მაქვს, რომ დაღუპულის მამა მიიღებს ჩვენს სურვილს შეხვედრის შესახებ“, - განაცხადა სოფიო კილაძემ.

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო