ექიმების ინფორმაციით, ბათუმში თავდასხმის შედეგად დაშავებული 35 წლის ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია

ბათუმში თავდასხმის შედეგად დაშავებული 35 წლის ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია,- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ბათუმის საერთაშორის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის ექიმმა დავით გონაშვილმა განუცხადა. მისი ინფორმაციით, დაჭრილი ქალი რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მას სახის, ზურგისა და მუცლის არეში მრავლობითი ჭრილობები აღენიშნება. ექიმის თქმით, დაშავებულს სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა.

"მდგომარეობა კრიტიკულია და მართვით სუნთქვაზე იმყოფება. პაციენტს ჭრილობები კისრის, ზურგის, თავისა და მუცლის არეში აღენიშნება, მას სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა“,- განაცხადა დავით გონაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, ბათუმში, ერთ-ერთ საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში ქალს თავს დაესხნენ და ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენეს. როგორც მეზობლებმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადეს, თავდამსხმელი ახალგაზრდა ქალისთვის ოქროს ყელსაბამის წართმევას ცდილობდა.

საქართველოს შინაგან საქმეთ სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 19-108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

იხილეთ ვიდეო: როგორია ბათუმში დაჭრილი ახალგაზრდა ქალის მდგომარეობა? - მეზობლებისა და ექიმის კომენტარები

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს