თელავში, ცოტა ხნის წინ გახსნილ ისტორიულ მუზეუმში, საკანალიზაციო სისტემა მწყობრიდან გამოვიდა, რის გამოც რამდენიმე ექსპონატი დაზიანდა. შემთხვევა გუშინ მოხდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" მუზეუმის დირექტორმა გურამ ურჩუხიშვილმა განუცხადა, მილიდან გამოჟონილმა წყალმა მცირედით დააზიანა 4 ნამუშევარი, რისი აღდგენაც უკვე მოხდა.
"საკანალიზაციო მილი მწყობრიდან გამოვიდა, გამტარიანობა ვერ მოხდა და წყალი შენობაში გადმოვიდა. საბედნიეროდ, დროულად იქნა ზომები მიღებული. მცირედით დაზიანდა 4 ნახატი, თუმცა მათგან არც ერთი არ იყო მუზეუმში დაცული შედევრებიდან. დაზიანებული ნახატები უკვე აღდგენილია. ასევე, შეკეთებულია საკანალიზაციო სისტემაც“, - განაცხადა გურამ ურჩუხიშვილმა.