IDFI - კითხვები გვაქვს ზოგიერთი ხარჯის რაციონალურობაზე, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მიერ შეძენილია თითქმის 180-ათასლარიანი მანქანა

ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით ჩვენ კითხვები გვაქვს ზოგიერთი ხარჯის რაციონალურობაზე. მაგალითად, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მიერ შეძენილია თითქმის 180-ათასლარიანი მანქანა, -ამის შესახებ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის(IDFI) კანონის უზენაესობის მიმართულების ხელმძღვანელმა, გიორგი ბერაიამ საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობის მონიტორინგის შედეგების პრეზენტაციისას განაცხადა. ღონისძიებაზე საუბარი შეეხო საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ მოქმედ კანონმდებლობაში არსებულ პრობლემებს, რომლებიც სასამართლოს ეფექტურ ფუნქციონირებასა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვას აღნიშნულ სასამართლოში ხელს უშლის.

"მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა გარკვეული ხარვეზები სასამართლო საქმიანობასთან დაკავშირებით. მაგალითად, ეს შეეხება საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებულ საკითხებს, მოსამართლეთა მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების გაუმჭვირვალობას. ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით აღსანიშნავია, რომ ჩვენ კითხვები გვაქვს ზოგიერთი ხარჯის რაციონალურობაზე. მაგალითად, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მიერ შეძენილია თითქმის 180- ათასლარიანი მანქანა.

სასამართლოს საქმიანობის გარდა, ჩვენ ასევე განვახორციელეთ საკონსტიტუციო სასამართლოს კანონმდებლობის ანალიზი და მოვამზადეთ კანონპროექტი იმ ხარვეზების აღმოსაფხვრელად, რაც ჩვენი აზრით, კანონმდებლობაში არსებობს. დღეს ამ კანონპროექტს გადავუგზავნით პარლამენტს, რომელიც იმედი გვაქვს, საკონსტიტუციო სასამართლოს კანონმდებლობის რეფორმას უახლოეს მომავალში დაიწყებს", - განაცხადა გიორგი ბერაიამ.

ღონისძიებას ესწრებოდა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია. მისი თქმით, პარლამენტს საკონსტიტუციო სასამართლოს ორეტაპიანი საკანონმდებლო რეფორმა აქვს დაგეგმილი.

"საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს დაგეგმილი ორეტაპიანი საკანონმდებლო რეფორმა. პირველ რიგში, ეს გახლავთ კონსტიტუციის ცვლილებებიდან გამომდინარე ახალი საკანონმდებლო რეგულაციები. მეორე ეტაპზე უკვე ვგეგმავთ შინაარსობრივ ცვლილებებს საკონსტიტუციო სასამართლოს საქმის განხილვის პროცედურებთან დაკავშირებით, როგორიც არის მოწმის დისტანციურად დაკითხვის წესი. ასევე პერსონალურ მონაცემთა დაცვის კუთხით და საიდუმლო დოკუმენტების დაშვების კუთხით გარკვეული სამართლებრივი რეგულაციები", - განაცხადა ეკა ბესელიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა