31 მაისს საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები „ფრანგ ბარბაროსებს“ დაუპირისპირდება

“დინამო არენაზე”, 31 მაისს, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები საფრანგეთის მეორე ეროვნულ ნაკრებს (ფრანგი ბარბაროსები) დაუპირისპირდება. შეხვედრა 20:00 საათზე გაიმართება. ბილეთის ფასი 5-20 ლარია.

რაგბის კლუბი ბარბაროსები, რომელიც მოიხსენიება როგორც ‘ფრანგი ბარბაროსები’ 1979 წელს ბრიტანული ‘ბარბაროსების’ (მსოფლიოს უხუცესი წვეული გუნდი, რომელიც სათავეს 1890 წლიდან იღებს) მაგალითზე ჩამოყალიბდა და პირველ წლებში მიზნად სამოყვარულო რაგბის და სარაგბო ტურნეების პოპულარიზაციას ისახავდა. 2017 წლიდან გუნდს ოფიციალურად მიენიჭა საფრანგეთის მეორე ეროვნული ნაკრების სტატუსი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს