„სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო ომბუდსმენი - ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოსამართლეები არაობიექტურად განიხილავენ „საქართველო-რუსეთის წინააღმდეგ“ საქმეს

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ომბუდსმენის ინალ ტასოევის განაცხადებით, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოსამართლეები არაობიექტურად განიხილავენ „საქართველო-რუსეთის წინააღმდეგ“ საქმეს.

„ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით იმას, რაც საერთაშორისო სასამართლოში ხდება. სამწუხაროდ, ამ საქმის განხილვის ყველა ეტაპზე აშკარაა სასამართლოს მიკერძოებული დამოკიდებულება“, - განაცხადა ინალ ტასოევმა.

მისივე თქმით, ქართული მხარის არგუმენტები, რომ „თითქოს რუსეთმა დაიწყო საქართველოს წინააღმდეგ ომი, დაბომბა 70-ზე მეტი სოფელი, გარდა გაოცებისა არაფერს იწვევს“.

„ვფიქრობ, სტრასბურგის სასამართლო კიდევ ერთხელ დაივიწყებს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს და რუსეთის დღევანდელი მდგომარეობისა და დასავლეთის რუსეთის წინააღმდეგ განწყობის გათვალისწინებით, ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილება ამ საქმეზე გვიჩვენებს, რომ ეს სასამართლო პოლიტიკური ზეწოლის მექანიზმად იქცა“, - დასძინა დე ფაქტო ომბუდსმენმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო