გეგმურ-სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, დიღმის მასივის III კვარტლის და დიდუბის რამდენიმე ქუჩის მოსახლეობის ნაწილს ხვალ გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება

გეგმურ-სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, დიღმის მასივის III კვარტლის და დიდუბის რამდენიმე ქუჩის მოსახლეობის ნაწილს ხვალ გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება, - ამის შესახებ ინფორმაციას "ყაზტრანსგაზ-თბილისი" ავრცელებს. კომპანიის ინფორმაციით, გაზის მიწოდების ეტაპობრივი აღდგენა დაიწყება ხვალვე, 17:00 საათიდან და დასრულდება 18:00 საათამდე.

„გეგმურ-სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, რომელიც მოიცავს სადარბაზოებში არსებული გაზის ონკანების რევიზიასა და საჭიროების შემთხვევაში მათ გამოცვლას, სამშაბათს, 29 მაისს, დილის 10:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება დიდუბეში, სამტრედიის ქუჩის №13, №15, №17, აგლაძის ქუჩის №37, №37ა, №39ა, №39ბ, გაფრინდაულის ქუჩის №6, გვეტაძის ქუჩის №4, №6, №8, №10, ვახუშტი ბაგრატიონის ქუჩის №5ა-1 და აკაკი წერეთლის გამზირის №48-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას. ასევე, 29 მაისს, დილის 10:00 საათიდან, გაზმომარაგება შეუწყდება დიღმის მასივის III კვარტლის №11, №12, №13, №14, №20, №26, №27, №32, №33 და №34-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას. გაზის მიწოდების ეტაპობრივი აღდგენა დაიწყება იმავე დღის 17:00 საათიდან და დასრულდება 18:00 საათამდე. შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი" ბოდიშს უხდის თავის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი" პასუხისმგებელი არ არის“ , - აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა